აზიის განვითარების ბანკის მთავარი ეკონომისტის შეხვედრა სტუდენტებთან

08 თებერვალი, 2019

ა/წ 7 თებერვალს GIPA-ს საჯარო მმართველობის სტუდენტებს შეხვდა აზიის განვითარების ბანკის მთავარი ეკონომისტი გიორგი ლუარსაბიშვილი. სტუდენტეთან შეხვედრაზე სტუმარმა მიმოიხილა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გადმორიცხვების დინამიკა, სტრუქტურა და ტენდეციები. ასევე, შეხვედრაზე განხილული იქნა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური და ფინანსური პროცესების გავლენის ხარისხი საქართველოს ეკონომიკაზე და ის პერსპექტივები რაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით გააჩნია.

#GIPA #ADB