მწვანე კუთხე ''CENN''-ისა და ''GIZ''-ის მხარდაჭერით

06 თებერვალი, 2019

GIPA-ს გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით სოციალური მეცნიერებების ბიბლიოთეკაში (მის: გორგასლის #101) შეიქმნა „მწვანე კუთხე“, რომლის მთავარი მიზანია ნებისმიერ მსურველს შესთავაზოს თანამედორე ინფორმაცია და კვლევები საქართველოს და მსოფლიოს გარემოსდაცვითი მიმართულების შესახებ.

ინიციატივის მხარდამჭერები არიან გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN და GIZ, რომლებმაც საკმაოდ ღირებული მასალები გადმოსცეს ჩვენს ბიბლიოთეკას რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მათ.

#EMP #GIPA #CENN #GIZ