ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

01 თებერვალი, 2019

2019 წლის 31 იანვარს კაფე Frontline Georgia-ში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის (EMP) მოწვევით სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის რეგინულმა დირექტორმა ანზორ მანწკავამ, მარკეტინგის დირექტორმა გია ბარკალაიამ და გარემოს დაცვის შესაბამისობის ოფიცერმა სოფო ბერიშვილმა.

სტუმრებმა EMP-ის სტუდენტებს გააცნეს ანაკლიის ღრმაწყოვანი პორტის პროექტი და ისაუბრეს მის ეკონომიკურ, პოლიტიკურ  და გარემოსდაცვით ასპექტებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტის გარემოს დაცვით ნაწილზე რაც გასაკუთრებით სიანტერესო იყო სტუდენტებისათვის მათ ყველა ის ძირთადი გამოწვევა განიხილეს რაც პროექტის განხორციელებას ახლავს თან.

ღონისძებას ასევე ესწრებოდნენ GIPA-ს გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების პროფესიული კოლეჯის სტუდნეტები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მათთვის სიანტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

პროექტის მეორე ეტაპზე გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გაემგზავრებიან ანაკლიაში, ადგილზე გაეცნობიან პროექტს და მოინახულებენ მიმდინარე სამუშაოებს.

#EMP
#GIPA
#ANAKLIAPORT