2019 წლის 21 იანვარს, კლუბ ფრონტლაინ ჯორჯიაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით, „ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის“პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრანსმედია პროექტების კონკურსის დაჯილდოება გაიმართა.
საუკეთესო ტრანსმედია პროექტის ავტორი გამოავლინა ჟიურიმ, რომელშიც წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მედია საშუალებების, ისე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. საერთო საპრიზო ფონდი 500 ევროს ოდენობით პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს შორის გადანაწილდა, ხოლო მეოთხე კონკურსანტს პროექტის შემდგომი განვითარებისთვის ერგო ფინანსური მხარდაჭრა.
გამარჯვებული ტრანსმედია პროექტები ადგილების მიხედვით შემდეგნაირად გადანიწლდა:
1. Disgraced, ავტორები - ეკატერინა ხარბედია, ნანი სისვაძე, ნათია ქურდაძე
2. პოლიციელები ოჯახში მოძალადის მხარეს, ავტორი - მარიამ უგრეხელიძე
3. ქალების ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ, ავტორი - ნინო ნარიმანიშვილი
4. The Story of Ponichala, ავტორი - ულკარ სალამოვა
დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხ. ბმულზე: www.femicide.ge