• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდია დოქტორანტურის სტუდენტებისთვის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი)

    11 იანვარი, 2019

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში.

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ GIPA-ს დოქტორანტურის სტუდენტებს. კონკურსის შედეგად შეირჩევა 1 საუკეთესო სტუდენტი.

    სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

    -პასპორტის ასლი; 

    -ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე);

    -უცხო ენის (ინგლისური ან ესპანური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან GIPA-ს ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა);

    -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის ასლი;

    -მაგისტრის დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
    -ცნობა PhD სტუდენტის სტატუსის შესახებ (სემესტრის მითითებით, ინგლისურ ენაზე);
    -სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
    -ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერით დამოწმებული);

    -სასწავლო ხელშეკრულება (ამ ეტაპზე, შეავსეთ მხოლოდ „Research project description“);

    PhD სასწავლო მიმართულებების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ამ მბულზე:

    http://www.usc.es/doutoramentos/en

    დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 17 იანვრის 17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (ერთიან PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

    სტუდენტთა შესარჩევი პროცესი:

    • დოკუმენტაციის შემოწმება;
    • გასაუბრება აპლიკანტებთან;

    შერჩევის კრიტერიუმები: 1 საუკეთესო აპლიკანტი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

    • აკადემიური მოსწრება
    • ინგლისურ ენის ცოდნის მაღალი დონე
    • დახასიათება/რეკომენდაცია
    • აპლიკანტის მოტივირება
    • წარმოდგენილი კვლევითი პროექტის აქტუალობა

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ინგლისურ ენასთან ერთად ასევე ფლობენ ესპანურ ენას (საბაზო დონეზე).

    სტიპენდიის ხანგრძლივობა
    ერთი სემესტრი (2019 წლის გაზაფხულის სემესტრი: 2019 წლის თებერვალი/მარტი - ივნისი)

    სტიპენდია მოიცავს: 
    უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება € 820,00 ევრო.

    შერჩეულმა სტიპენდიანტმა თავად უნდა აანაზღაუროს სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მობილურზე: 577 57 75 11;

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

    იხ. დანართი: სასწავლო ხელშეკრულება