ნატა ძველიშვილი
ელფოსტა: n.dzvelishvili@gipa.ge
გამოცდილების მოკლე აღწერა
მედიასფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება მოიცავს როგორც ჟურნალისტისა და მკვლევრის, ისე მენეჯერულ პოზიციას. 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მედიის თვითრეგულირების ორგანოს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. 2019 წლიდან კი ჟურნალ ინდიგოს მართავს. აქვს სწავლების 10 წლიანი გამოცდილება, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში უძღვებოდა სალექციო კურსებს ახალი ამბების, არჩევნების გაშუქების, მედია მანიპულაციებისა და პროპაგანდის შესახებ. რეგულარულად ატარებს ტრენინგებს მედიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე. არის მედიაეთიკის სახელმძღვანელო წესების თანაავტორი და ათამდე კვლევის ავტორი. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო გრძელვადიან სასწავლო პროგრამაში. ფლობს მედია კვლევების მაგისტრის ხარისხს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ხოლო დიდი ბრიტანეთის University of Central Lancashire-ში მიიღო Postgraduate სერტიფიკატი ჟურნალისტიკის, ინოვაციისა და ლიდერობის მიმართულებით.
სასწავლო კურსები:
- მედია და მანიპულაცია
კვლევითი ინტერესები:
მედიაეთიკა, თვითრეგულირების მექანიზმები, მედიამანიპულაციები