ლექტორები

ზაალ ჩხეიძე

ელფოსტა: zaal49@gmail.com

გამოცდილების მოკლე აღწერა

ფილოლოგიის მაგისტრი ხარისხი მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 14  წელია ასწავლის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დასავლური ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორია. გარდა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა, 12 წლის განმავლობაში ასწავლიდა კერძო და საჯარო სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას, ასევე დასავლური ხელოვნების ისტორიას. პედაგოგიური საქმიანობასთან ერთად ზაალ ჩხეიძე ეწეოდა სარედაქციო საქმიანობას, წლების განმავლობაში იყო ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის“ მთავარი რედაქტორი, იგი ასევე არის პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკის, lib.ge-ის, თანადამფუძნებელი და დირექტორი,  ლიტერატურული ჟურნალი „ლ’ილ“ ის თანადამფუძნებელი და რედაქტორი,  2022 წ.- დან ჟურნალ ,,ჰუმანიტარული განათლება სკოლაშის“ რედკოლეგიის წევრი და ავტორი, 20-ზე მეტი კვლევისა და გამოცემის სტილისა და ტექნიკური რედაქტორი. წლების მანძილზე იყო არაერთი ლიტერატურული კონკურსისა თუ პრემიის ჟიურის წევრი (მათ შორის: „რუსთაველის სახელმწიფო პრემია“, ,,მაჩაბელი“, ,,პენ მარათონი“, ,, წერო“, „შემოდგომის ლეგენდა“ და სხვა). გარდა ამისა, იგი 2007 წლიდან ქართულ ენაზე თარგმნის მხატვრული ლიტერატურას ინგლისური, ფრანგული, ესპანური და რუსული ენებიდან. თარგმანებს შორისაა ჩარლზ ბუკოვსკის არაერთი ნაწარმოები, მარკ ტვენის, ალექსანდრე დიუმას (შვილი), არტურ კონან დოილის, დორის ლესინგის, მარგერიტ დიურასის და ფრანსუაზ საგანის რომანები და მოთხრობები; კარლ სენდბერგის, ედგარ ლი მასტერსის, პატრისია დონეგანის, ემი ლოუელის, მაცუო ბაშოს, ონო ნო კომაჩის, იზუმი შიკიბუს, ხუან რამონ ხიმენესის, ფედერიკო გარსია ლორკას, დულსე მარია ლოინაზის, პაბლო ნერუდას, გაბრიელა მისტრალის და სხვა ამერიკელი, იაპონელი, ესპანელი და ლათინოამერიკელი პოეტების ლექსები.



სასწავლო კურსები: 

  • მსოფლიო სახელოვნებო მემკვიდრეობა და თანამედროვეობა

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

ესეები

  1. ,,პოეტური მინიატურები და მათი სწავლების ზოგიერთი აქცენტი“;ჟ. ,,ჰუმანიტარული განათლება სკოლაში“, თბ. 2023 N2;
  2. ,,მაგიური ქალაქი და მისი ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმა“; ჟ. ,,ჰუმანიტარული განათლება სკოლაში“, თბ. 2023 N1;
  3. ,,მაგიური რეალიზმი - რამდენიმე საკითხი და ორიოდე მაგალითი”; ჟ. ,,ჰუმანიტარული განათლება სკოლაში“, თბ. 2022 N2;
  4. ,,Wir leben“;  ჟ. ,,ჰუმანიტარული განათლება სკოლაში“, თბ. 2022 N1. 

თარგმანები 

  1. ჩარლზ ბუკოვსკი - ,,ბუტერბროდი ჭვავის პურით“, თბ. 2023, ,,პალიტრა L”;
  2. ჩარლზ ბუკოვსკი - ,,ფაქტოტუმი“, თბ. 2022, ,,პალიტრა L”;
  3. ,,ესპანური პოეზიის მცირე ანთოლოგია“; ჟ. ,,არილი“, თბ. 2022 N3;
  4. ,,ამერიკული პოეზიის მცირე ანთოლოგია“; ჟ. ,,არილი“, 2021 N3;
  5. მარგერიტ დიურასი - ,,შავი თმა, ცისფერი თვალები”, თბ. 2019, ,,პალიტრა L”.



კვლევითი ინტერესები: 

მეოცე საუკუნის ევროპული, ამერიკული და ლათინოამერიკული ლიტერატურა, მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურა და მისი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ პროცესში, მაგიური რეალიზმი და სიურეალიზმი, სიმბოლისტური, მოდერნული და პრემოდერნული ფორმები ვიზუალურ ხელოვნებაში.