გიორგი თუშმანიშვილი
ელფოსტა: goglikwm74@gmail.com
გამოცდილების მოკლე აღწერა
პარიზის უნივერსიტეტის Paris II, Pantheon-Assas, პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი. მისი პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს სამ ათეულ წელს და უკავშირდება სხვადასხვა პოზიციას საჯარო სამსახურში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე (კურირებდა უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რუსეთისა და მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტების საქმიანობას); „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ - დირექტორის მოადგილე; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი; საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, პორტუგალიასა და მონაკოში - უფროსი მრჩეველი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობასთან არსებული პროგრამა TAIEX-ის კოორდინატორი; პარიზის რობერ შუმანის სახელობის ფონდის ინტერნეტ-გამოცემის პოლიტიკური მიმომხილველი; ფრანგული ტრანსნაციონალური კომპანიის - AFD კონსულტანტი პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული პრობლემატიკის საკითხებში.
იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამასთან არსებული კურსის - „პოლიტიკის სოციოლოგია; ძალაუფლების პერსონალიზაციის საკითხები“, მოწვეული ლექტორი. ამჟამად არის ამავე ინსტიტუტის ციფრული მედიისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის - „პოლიტიკის სოციოლოგია: პოლიტიკური კომუნიკაციების ისტორია“, მოწვეული ლექტორი.
არის ათობით პუბლიკაციის ავტორი ქართულ და ფრანგულ გამოცემებში.
არის წიგნის - „მედიაპოლიტიკა. სიტყვიერი ბეჭდვითი და გამოსახულებითი კომუნიკაციების შესახებ“ (გამომცემლობა „პეგასი“, 2017 წ.) ავტორი.
ფლობს სწავლების 12 წლიან გამოცდილებას პოლიტიკის სოციოლოგიაში პოლიტიკური კომუნიკაციების მიმართულებებით. აცნობს სტუდენტებს პოლიტიკური კომუნიკაციების სისტემურ მიდგომას; აცნობს იმ ძირითად საკომუნიკაციო მიმართულებებს და ტენდენციებს, რომლებმაც ანტიკური სამყაროდან მოყოლებული, გავლენა იქონიეს პოლიტიკური კომუნიკაციების სპეციფიკურ თავისებურებებზე; აცნობს პოლიტიკური აზროვნების საუკეთესო ნიმუშების და, ამ მხრივ, ხელს უწყობს მათი მსოფლმხედველობის გაფართოებას. აცნობს ასევე იმ თეორიულ მონახაზებს, სტრატეგიულ მიდგომებს და, ასევე, ტექნიკურ საშუალებებს, რომლებმაც ისტორიულად გადამწყვეტი როლი შეასრულეს საზოგადოებასთან ურთიერთობების (PR) ტექნოლოგიების განვითარებასა და დახვეწაში.
სასწავლო კურსები:
- პოლიტიკური კომუნიკაციების არსი;
- პოლიტიკური კომუნიკაციების ისტორია და მისი ანალიზი;
- პოლიტიკურ კომუნიკაციებში არსებული ძირითადი ტენდენციები, მეთოდები და მიმართულებები;
- პოლიტიკის მეცნიერებაში არსებული ძირითადი მიმართულებები (თვით პოლიტიკის განმარტება, ძალაუფლების არსი, პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრება, პოლიტიკური ძალაუფლების ტიპოლოგია, ისტორიულად არსებული პოლიტიკური სისტემების დეფინიცია);
- საკომუნიკაციო ურთიერთობებისა და მასობრივი პროპაგანდის არქაული და თანამედროვე ფორმები;
- არქაული მეთოდებისა (სიტყვიერი და ვიზუალური კომუნიკაცია) და მასობრივი პროპაგანდის საშუალებების (ბეჭდვითი მედია, ელექტრონული მედიასაშუალებები) მეშვეობით გამოყენებული პროპაგანდა-აგიტაციის და კონტრ-პროპაგანდის ფორმები;
- მსოფლიოში არსებული იდეოლოგიური ტენდენციები, ლიბერალურ დემოკრატიებსა და ავტორიტარულ რეჟიმებში არსებული შიდა მმართველობის ფორმები და საგარეო-პოლიტიკური მიმართულებები;
- საგამოძიებო ჟურნალისტიკა და მისი როლი საჯარო პოლიტიკის პროცესში;
- აკადემიური წერა.
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- გოგი თუშმალიშვილი, „მედიაპოლიტიკა. სიტყვიერი ბეჭდვითი და გამოსახულებითი კომუნიკაციების შესახებ“ (გამომცემლობა „პეგასი“, 2017 წ.); 376 გვერდი
კვლევითი ინტერესები:
ლიბერალურ დემოკრატიებსა და ავტორიტარულ რეჟიმებში არსებული საკომუნიკაციო მეთოდები და თავისებურებები; ცალკეული მედიასაშუალებების სპეციფიკა საკომუნიკაციო პროცესთან მიმართებით; პოლიტიკური კომუნიკაციების თავისებურებანი სოციალური ქსელების გამოყენების თვალსაზრისით; საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქვეყანაში დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებული გამოწვევების თვალსაზრისით.