გამოცდილების მოკლე აღწერა
დოქტორანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამაზე „პოზიტიური ფსიქოლოგია -ემპირიული კვლევები“ , გამოყენებითი ფსიქოლოგიის მაგისტრი (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი). ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ინტეგრირებული სოციალური და კოგნიტური ფსიქოლოგიის მიმართულებით (Jacobs University Bremen).
მისი პრაქტიკული გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იწყება 2019 წლიდან. იგი არის მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. აქტიურად ჩართულია კვლევით პროექტებში და იკავებს მკვლევრის პოზიციას სხვადასხვა ორგანიზაციაში, როგორიცაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრი, თელ-ავივის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მრავალეროვნული მედეგობისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის კვლევით ცენტრი (Reswell) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (მთავარი ანალიტიკოსი საგრანტო კვლევითი პროექტების ფარგლებში). არის 7 სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი.
მისი ადრინდელი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა როლს, როგორიცაა ტრენერი ბავშვთა დაცვის საკითხებში პოზიტიური დისციპლინის განხრით “World Vision Georgia”-ში, ქოუჩი შ.პ.ს. “Ultimate Coaching Solutions”-ში, უფროსი სპეციალისტი ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ “ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა” და სსიპ “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში”. აგრეთვე, იყო მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციის “პრევენცია პროგრესისთვის” მიერ პოზიტიური აღზრდის ექსპერტად, რომლის ფარგლებშიც მან წვლილი შეიტანა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებულ პროექტში ,,სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების რეფერირების მექანიზმის გაძლიერება“.
სასწავლო კურსები:
- აკადემიური წერა
- რაოდენობრივ მონაცემთა ანალიზი SPSS-ის საშუალებით
- სტატისტიკა 1 (აღწერითი სტატისტიკა)
- სტატისტიკა 2 (დასკვნითი სტატისტიკა)
- პოზიტიური ფსიქოლოგია სოციალურ კონტექსტში
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- Kaim, A., Kimhi, S., Siman-Tov, M., Bankauskaite, D., Baran, M., Baran, T., Cosciug, A., Eshel, Y., Dumbadze, S., Gabashvili, M., Jiglau, G., Kaniasty, K., Koubova, A., Marciano, H., Renata, M., Matichescu, M., Naomi, S., Teperik, D., Sukhashvili, J., … Adini, B. (2024). From compassion to controversy: Unraveling the impact of societal resilience on the tapestry of attitudes towards Ukrainian refugees. International Journal of Disaster Risk Reduction, 104326. https://doi.org/10.1016/j.ijdrr.2024.104326
- Kimhi, S., Kaim, A., Bankauskaite, D., Baran, M., Baran, T., Eshel, Y., Dumbadze, S., Gabashvili, M., Kaniasty, K., Koubova, A., Marciano, H., Matkeviciene, R., Teperik, D., & Adini, B. (2023). A full‐scale Russian invasion of Ukraine in 2022: Resilience and coping within and beyond Ukraine. Applied Psychology: Health and Well-Being. https://doi.org/10.1111/aphw.12466
- Chkheidze, T., Dumbadze, S., Avaliani, S. Akhobadze, I., Aronia, M., & Chechelashvili, K. (2023). Variables related to vaccination against COVID-19. (წარდგენილია დასაბეჭდად სამეცნიერო ჟურნალში International Journal of Psychology).
- Dumbadze, S., Avaliani, S., & Akhobadze, I. (2022) Development of Health Beliefs Model (HBM) Scale to Study Attitudes towards COVID-19 Vaccine. Georgian Psychological Journal, 4 (1), 24-35.
- ცხვედაძე, ნ., ამაღლობელი ხ., ჭოჭუა, ნ., დუმბაძე, ს., ზაქარაია, ი. (2022). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობის ქვეპროგრამა- სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისების პლატფორმის მხარდაჭერის“- ფარგლებში შესრულებული კვლევითი ანგარიში. გამომცემლობა უნივერსალი, თბილისი.
- Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ). (2021) Resilience during COVID-19 outbreak in Georgia: perceived causes and alleviation of of low individual resilience, distress, and anxiety in IDP and non-IDP women.
- Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) (2020) Resilience During COVID-19: comparing internally displaced persons with the local population .
კვლევითი ინტერესები:
მედეგობა, მედეგობის ზრდის ინტერვენციები, სტრესთან გამკლავების სტრატეგიები, პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელი, პოზიტიური მშობლობა