აკადემიური პერსონალი

თეა ქამუშაძე

ასოცირებული პროფესორი

ელფოსტა: t.kamushazde@gipa.ge

თეა ქამუშაძე - ანთროპოლოგიის დოქტორი (2019), არის ჯიპას ასოცირებული პროფესორი სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულებით. ახლა იმყოფება ოქსფორდის უნივერსიტეტში (2025)  “ტრადიციების და თანამედროვეობის გადაკვეთა: ქართული ეთნოლოგიის გადაფასება პოსტკოლონიურ და ციფრულ ჭრილში ოქსფორდის უნივერსიტეტში”, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების” ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში UOGSP-24- 014.

იგი არის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი „კოვიდ პანდემია და საქართველო: ახალი რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა“ (FR-21-14562) (2022-2025). როგორც მკვლევარი იგი ჩართულია სამეცნიერო პროექტში “რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველო: გლობალური და რეგიონული კრიზისის ლოკალური შედეგები” (FR-23-2282) (2023-2026).

მიღებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პოსტსადოქტორო კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის (2019-2021); ასევე, მიღებული აქვს სტიპენდიას დოქტორანტებისათვის ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევისა და სწავლების ინიციატივა CARTI (2011 - 2014), რომლის ფარგლებშიც, ერთი სემესტრით, მიწვეული იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის, დევისის კვლევით ცენტრში, როგორც ვიზიტორი მკვლევარი; 2010-2013 წლებში იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის (ბუდაპეშტი) უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის პროექტის მონაწილე: „სეკულარიზმისა და რელიგიის ანთროპოლოგიური კვლევა“. მიღებული აქვს ლანე კირკლანდის სტიპენდია, რომელიც პოლონურ-ამერიკული ფონდ „თავისუფლების“ და ფულბრაიტის ადმინისტრირებით ხორციელდება, ორი სასწავლო სემესტრი იმყოფებოდა კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა დიპლომი.

თეა ქამუშაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული  არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტში. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული აქვს მონაწილეობა 60-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში. იგი არის მონოგრაფიის "საბჭოთა მემკვიდრეობა - პატარა ქალაქის დიდი ამბები" (2022) ავტორი, რომელიც ეფუძნება მის სადოქტორო და პოსდასოქტორო კვლევას.

თეა ქამუშაძეს აქვს ქართულის როგორც მეორე ენის სწავლების ხანგრძლივი გამოცდილება და ამ მიმართულებით არის არაერთი სახელმძღვანელოს თანაავტორი.

მას აქვს უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის სოლიდური გამოცდილება, რომელიც მოიცავს სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას (2003-2020).

მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებაში.

სისტემატურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო საზაფხულო და საზამთრო სკოლებში, როგორც ლექტორი.

თეა ქამუშაძე ასევე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი 2018 წლიდან, თსუ-ს მოწვეული ლექტორი 2007 წლიდან.

 

სასწავლო კურსები ჯიპაში:

  • შესავალი ანთროპოლოგიაში;
  • მრავალფეროვნება და ტოლერანტობა;
  • პოსტსაბჭოთა ტრანზიციული ეკონომიკის ანთროპოლოგია.

 

სხვა უნივერსიტეტებში:

  • რელიგიების ისტორია;
  • რელიგია თანამედროვე მსოფლიოში;
  • კულტურის კვლევის ემპირიული მეთოდები
  • რელიგიის ანთროპოლოგია (სამაგისტრო კურსი)
  • ეკონომიკური ანთროპოლოგია (სამაგისტრო კურსი)
  • ძალადობის ანთროპოლოგია (სამაგისტრო კურსი)
  • ჰუმანიტარული ცოდნის მეთოდოლოგია

 

კვლევები და პუბლიკაციები:

  • “პანდემიის ეფექტი – როცა სახელმწიფო მარნეულში შეხვდა მოქალაქეებს”, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის IV (30) გვ. 192-227, გამომცემლობა, “უნივერსალი”, თბილისი, ISSN 2667-9582,
  • რუსთავის საბჭოთა მემკვიდრეობა - პატარა ქალაქის დიდი ამბები, თსუ გამომცემლობა. თბილისი, 2022.
  • „რუსთავის ეზოს სამლოცველოები: ქალაქის საჯარო სივრცეების საკრალიზაცია თუ დესაკრალიზაცია?!“ მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის II (28), გვ. 295 -312, “პრინტჯეო” თბილისი, 2021.
  • „ილორი იძულებით გადაადგილებულ პირთა მეხსიერებაში: გამოცდილება, იდენტობა და თანამედროვე გამოწვევები“, ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში (საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებათა კრებული) გვ. 111-135, თბილისი, 2021.
  • „რელიგიური პლურალიზმის ინტერპრეტაციისათვის პოსტსოციალისტურ რუსთავში“, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის 1 (27), გვ. 114 -132, “პრინტჯეო”. თბილისი,
  • The Effects of the Pandemic: The State, Citizens, and Ways of Communication. International Journal of Multilingual Education, #23. DOI: 10.22333/ijme.2023.23000; pp. 67-87. link https://doi.org/10.22333/ijme.2023.23005
  • Representations of Religious Plurality in the Urban Space of Post-Socialist Rustavi ISSN-Print 2199-8108 ▪ ISSN-Internet 2199-8116, NEW DIVERSITIES Vol. 23, No. 2, 2021 an open-access journal published by the Max Planck Institute for the Study of Religious and Ethnic Diversity, published by MPI MMG
  • Invisible Traces of Islam in the Urban Space of Rustavi: Interpreting the Religious Diversity in Post-Soviet Georgia, International Journal for Multilingual Education; Tbilisi Vol. 18, (2021): 54-70, 54A. DOI:10.22333/ijme 2021.18004 ISSN: (Print) ISSN 1987-9601 (Online) E ISSN 1512-3146

პროექტები:

ერაზმუს + Staff Mobility for Teaching, მესინის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტი, 6.05.2022-20.05.2022, მესინა, იტალია.

 

კვლევითი ინტერესები:

სოციალიზაციის საკითხები ტრადიციულ საზოგადოებაში, პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციების რელიგიური და ეკონომიკური ასპექტების კვლევა საქართველოში, ქალაქის სივრცის ტრანსფორმაცია და მეხსიერება, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, პოსტკოლონიური კვლევები და ციფრული ანთროპოლოგია.