აკადემიური პერსონალი

თამარ გედევანიშვილი

ასოცირებული პროფესორი

ელფოსტა: t.gedevanishvili@gipa.ge

GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ვიზუალური კომუნიკაციის გრაფიკული სტუდიო - ხატვის ლექტორი, 2021 წლიდან. არის სარეკლამო სააგენტო Media Art -ის მთავარი გრაფიკოს-
დიზაინერი, 2007–2010 წლებში მუშაობდა სარეკლამო სააგენტო Adbrand-ში გრაფიკოს-დიზაინერის პოზიციაზე. 2000 წლიდან დღემდე ეწევა კერძო პედაგოგიურ მოღვაწეობას. მოქმედი მხატვარი, მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებსა და
გამოფენებში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გამოყენებითი გრაფიკის ფაკულტეტი.

 

პროექტები:

  • 2025 წ. თებერვალი - ესპანეთი, Hervás / Baños de Montemayor, მუსიკალური ფესტივალი ახალგაზრდა პიანისტებისთვის EAR Valle del Ambroz Music Festival, 2025. შესრულებული სამუშაო: ფესტივალის ვიზუალური ნაწილის მხარდაჭერა - ორიგინალური ნახატი/სიმბოლო - აკრილი, ქაღალდი, შექმნილი მხოლოდ ამ ფესტივალისთვის, ასევე EAR Valle del Ambroz Music Festival -ის ლოგოტიპის შექმნა, პოსტერის დიზაინი, სოციალურ ქსელებში ინტეგრირება. 
  • 2025 წ. 28 იანვარი - ,,ვაფერადებთ საქართველოს“ - მხატვრების საპროტესტო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა რუსთაველის გამზირზე დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. ნამუშევარი სახელწოდებით - “NO JUSTICE, NO PEACE“-ის გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა რეჟიმით დაზარალებულთა ფონდში.
  • 2024 წ. ოქტომბერი - ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი ერთობლივი არტ-პანო, რომელიც ემსახურებოდა ევროპული ღირებულებებისა და  დემოკრატიული პროცესების გაღრმავებს საქართველოში. ერთერთი მონაწილე. ნამუშევარი წარმოადგენს პანოს შემადგენელ ნაწილს.
  • 2024 წ. 23-30 აგვისტო - ბაზელი, შვეიცარია, ქართველ ხელოვან ქალთა ჯგუფური გამოფენა “HOME”, ბაზელის ლიცეუმ კლუბის მიწვევით. კურატორი სოფო ქებურია, გალერეა N9 და მისი დამფუძნებელი მაკა იოვაძე, ლიცეუმ კლუბი ბაზელი & ლიცეუმ კლუბი თბილისი. ერთერთი მონაწილე. წარმოდგენილი იყო 4 ნამუშევარი ერთი ციკლიდან - ,,ქალის ცხოვრება და სიყვარული“.
  • 2024 წ. 10-12 მაისი - კარდანახის რიგით მეორე ART ფესტივალი, კომპლექს ამპელოში. ფესტივალის დამფუძნებელი გურამ მახოშვილი. ვორქშოპი, პლენერზე მუშაობა, შეხვედრები და საუბრები ახალგაზრდებთან. ერთერთი მონაწილე. შესრულდა ნამუშევარი „სიხარულის ოდა“. ეს ნახატი ფესტივალში მონაწილე მხატვრების ნამუშევრებთან ერთად გადაეცა კარდანახის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს მუდმივ ექსპოზიციაში.
  • 2024 წ. 19 აპრილი-10 მაისი – თანამედროვე ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა „რენოვაცია“ ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში. კურატორები ელისო ჩოგოვაძე, მამია ტყეშელაშვილი. წარმოდგენილი იყო ორი ნამუშევარი.

 

 

  • 2023 წ. 19 დეკემბერი-14 იანვარი, ერთობლივი გამოფენა „დღესასწაული/Fiesta” n9Gallery, კურატორი მაკა იოვაძე; 3 ნამუშევარი სერიიდან „შეუსაბამო გადაკვეთები“.
  • 2023 წ, 8-12 ივნისი, ,,ჩვენი დრო/Our Times" ერთობლივი გამოფენა, ერთერთი მონაწილე.
  • Kettari Foundation-ის ორგანიზებით, კურატორი ხათუნა ხაბულიანი, ელიჩკა
    ნადარეიშვილი. 2 ნამუშევარი სახელწოდებით - „სად გადის ზღვარi?“, „მესმის შენი ხმა“
  • 2023, 6 მაისი, "Connections/კავშირები", ევროკავშირისა და გაეროს
    განვითარების პროგრამით განხორციელებული ევროპის დღისადმი მიძღვნილი
    არტ პერფორმანსი, პოლიპტიქი. ერთ-ერთი მონაწილე. კურატორი ხათუნა
    ხაბულიანი, ექსპო ჯორჯიას პავილიონი
  • 2023, პროექტი ,,თავისუფალი ქალაქი“ - ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი
    ერთობლივი პანო უკრაინელი ხალხის სოლიდარობისთვის, ერთ-ერთი მონაწილე
  • 2022, 7-12 ივნისი, პერსონალური გამოფენა, „შეუსაბამო გადაკვეთები“, ისტორიის
    მუზეუმი, ქარვასლა, კურატორი ლიკა მამაცაშვილი
  • 2022, მარი მალაზონიას წიგნი „კვებითი შუქნიშანი“, ილუსტრაციები დიზაინი
  • ავტორი ქართული შრიფტების: TG Reverance, TG Square, TG Moduli
  • საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG-ის ლოგოტიპი, ბრენდინგი
  • Bayer -ის კალენდრების კონცეპტი და დიზაინი
  • Europlant Georgia - ბრენდბუქი, ლოგოტიპის ადაპტაცია
  • თბილისის საერთაშორისო ავტოდრომი RIM - ლოგოტიპი, ბრენდბუქი
  • თბილისის რარიტეტული ავტომუზეუმი - ლოგოტიპი, ბრენდბუქი
  • Media Art- სარეკლამო სააგენტო - ლოგოტიპი, ბრენდინგი, ვებ-გვერდის დიზაინი
  • IP Group - ლოგოტიპი, ბრენდინგი
  • ანუკა მურვანიძის „სილამაზის აკადემია“ - ვიზუალური მხარდაჭერა