აკადემიური პერსონალი

გიორგი ტომარაძე

ასისტენტი

ელფოსტა: g.tomaradze@gipa.ge

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი. GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. GIPA-ს სამართლის ბაკალავრი. სადოქტორო საფეხურზე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის მონაწილე ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (USC - Universidade de Santiago de Compostela). GIPA-ში საქმიანობის დაწყებამდე გიორგი ტომარაძემ პრაქტიკა გაიარა როგორც საჯარო, ასევე კერძო უწყებებში. 2018 წელს სტაჟირება გაიარა საადვოკატო ბიუროში „მიგრიაული და პარტნიორები“, ხოლო 2020 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 2019 წელს საგანმანათლებლო ვიზიტით იმყოფებოდა ნიდერლანდებში, ქ. ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სასამართლოში (ICC – International Criminal Court).

 

სასწავლო კურსები:

ენერგო-უსაფრთხოება და პოლიტიკა

 

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

  • „საერთაშორისო სამართლის Case Law“ (2020)
  • “კოვიდ19-ის გავლენა ხელისუფლებების ცვლილებაზე დემოკრატიულ და ჰიბირდული რეჟიმის მქონე ქვეყნებში“ (JPD-Journal of Politics and Democratization, 2021).

 

კვლევითი ინტერესები:

  • საერთაშორისო კონფლიქტები
  • ენერგო-უსაფრთხოება
  • საერთაშორისო სამართალი