მოწვეული ლექტორები

ქეთევან მაისურაძე

ქეთი მაისურაძეს გააჩნია არჩევნებისა და მმართველობის ექსპერტად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. დღეისათვის იგი გახლავთ IFES-ის პროექტის - საარჩევნო პროცესების გაძლიერება საქართველოში“ ხელმძღვანელი და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, მთავრობის ხელმძღვანელებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საერთაშორისო დონორებსა და პარტნიორებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა. ქეთი მაისურაძე გახლავთ საარჩევნო სისტემებისა და პროცესების ექსპერტი, ახორციელებს პროექტის ზედამხედველობას, საოპერაციო და ფინანსურ მართვას, გრანტების გაცემის პროცესის წარმართვას, რაც მოიცავს ქვეკონტრაქტების წარმოებას ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ქეთი მაისურაძე მუშაობდა ყირგიზეთის საარჩევნო პროექტის ხელმძღვანელად, ამომრჩეველთა რეესტრის და ლოგისტიკის ექსპერტად სომხეთში და შედეგებზე პასუხისმგებელ ოფიცრად იორდანიაში, სადაც ხორციელდებოდა ერაყის ამომრჩეველთა კენჭისყრის პროგრა. ის არის BRIDGE-ის (Building Resources in Democracy, Government and Elections) აკრედიტირებული ფასილიტატორი და ატარებს ტრენინგებს, როგორც საარჩევნო მოხელეთათვის, ასევე პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.