მოწვეული ლექტორები

ნოშრევან ლომთათიძე

ნოშრევან ლომთათიძე GIPA-ში კითხულობს საერთაშორისო განვითარების კურსს. აქვს სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. ამჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. ფლობს კოლუმბიის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკი, აშშ) ეკონომიკური პოლიტიკის მართვის სფეროში მაგისტრის ხარისხს სახელმწიფო მართვაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის დიპლომს. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში, მსოფლიო ბანკში (ქ. ვაშინგტონი) და ქ. ტოკიოში საქართველოს საელჩოში.