• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • პროფესიული მასწავლებლები

    მარგალიტა არაბიძე

    ენერგომენეჯმენტის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი/ პროფესიული მასწავლებელი

    ელფოსტა: m.arabidze@gipa.ge

    მარგალიტა არაბიძე საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მფლობელია და აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას.

    იგი წლებია ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. მის სახელს უკავშირდება ქვეყნის ენერგეტიკული რეფორმის წარმატება და მრავალი საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი. იგი 2023 წლის სექტემბრიდან არჩეულია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მდგრადი ენერგეტიკის კომიტეტის თავჯდომარედ. პირველი ქალი თავჯდომარეა ზემოაღნიშნულ კომიტეტში.

     

    სასწავლო კურსები: 

    • ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ტექნიკური ნორმები
    • სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ობიექტების საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის ანალიზი და შეფასება
    • შენობების ენერგიეფექტურობა
    • ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების შესაძლებლობები და ეფექტიანობა
    • პროფესიული და კარიერული განვითარება