სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი (ტრანსფორმაციის კვლევები - ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში), თსუ-ს ორენოვანი ინტერდისციპლინური პროგრამა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ბიოლოგიის მაგისტრი, სპეციალიზაცია - იმუნოლოგია, თსუ. საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი (ბოლო წელი), GIPA; გავლილი აქვს აშშ-ს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მოდული კვლევის მენეჯმენტში (IREX UASP სტიპენდიის ფარგლებში) და უნივერსისტეტების დაფინანსების პროგრამა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური პროგრამის ფარგლებში (IVLP Bureau of Educational and Cultural Affairs). 2024 წლიდან GIPA-ს ასისტენტ პროფესორი საჯარო მმართველობაში. უმაღლესი განათლების სფეროში აქვს პრაქტიკული მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება, მათ შორის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (OSGF, CSS) პროგრამების ფარგლებში მონაწილეობდა ახალი ინტერდისციპლინურ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისა და რესურსების, შესაძლებლობების განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციაში. უმაღლესი განათლები სისტემის რეფორმის, კვლევისა და ინოვაციების (R&I) პოლიტიკის, საჯარო მმართველობისა და შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით ჩართული იყო ეროვნულ და საერთაშორისო პროგრამებში/პროექტებში, რომლებიც დაფინანსებული იყო სხვადასხვა ინსტიტუციების მიერ როგორიცაა ევროკომისია, მსოფლიო ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა, აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ინტიტუტი და სხვ. იყო ჰორიზონტი 2020-ის ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში (H2020 ERC NCP) და ევროკომისიის სტრატეგიული კონფიგურაციის პროგრამული კომიტეტის წევრი (2018). იყო უსდ-ების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიური პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი (NCEQE 2016, 2017) და იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომიტეტის წევრი. აქვს 26-ზე მეტწლიანი გამოცდილება საერთაშორისო მულტილატერალური პროექტების მართვასა და კვლევაში. არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი და ანალიტიკური ანგარიშების თანაავტორი. ფლობს კონსულტირების, შესაძლებლობების განვითარებისა და ტრენინგების ჩატარების 10 წლიან გამოცდილებას სტრატეგიული განვითარების, პოლიტიკის პროგრამირებისა და დაგეგმვის, კოორდინირებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის, ასევე - მონიტორინგსა და შეფასების მიმართულებებით. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხეშემწყობი პროექტისა (AA Facility – II) და სტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტის „მწვანე ზრდის“ პროექტის (SEI GUMA) ფარგლებში აქტიურად იყო ჩართული საჯარო პოლიტიკასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პოლიტიკის ანალიზსა და თანამონაწილეობითი პოლიტიკის ხელშეწყობაში, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერაში სხვადასხვა სექტორში, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვის, კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით. აქვს 10 წლიანი გამოცდილება სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროგრამების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაში. არის არა ერთი ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო გრანტის/სტიპენდიის მფლობელი და კვლევითი პროექტის ავტორი/თანა-ავტორი.
სასწავლო კურსები/ტრენინგ კურსები:
- უმაღლესი განათლების პოლიტიკა და მართვა; უსდ-ების ფართისა და რესურსების მენეჯმენტი (UNESCO მოდულის მიხედვით მომზადებული მოდული)
- ინოვაციების პოლიტიკა „მწვანე ტრანსფორმაციის“ დღის წესრიგის ჩარჩოში (განვითარების პროცესში)
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- მიქაბერიძე, მ., სიჭინავა, ს., სირაძე, თ., მურადაშვილი, ს., (2022; იანვარი 2023 წ.). პოლიტიკის ადვოკატირების ქართული გზა: გარე აქტორების გავლენა საჯარო პოლიტიკაზე საქართველოში - ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მმართველობის პირობებში პოლიტიკის ადვოკატირების შედარებითი ანალიზი. ჟურნალი პოლიტიკა და დემოკრატიზაცია; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ტომი 6., E-ISSN 2449-2671, თბილისი, საქართველო
- მიქბერიძე, მ., (2020), კლასტერების პოლიტიკა საქართველოში და საჭიროებების შეფასება - კონფერენციის მასალები საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კონფერენცია ბიომედიცინის შესახებ - BIOMED 2020 (ივლისი 2020). მთავარი კონფერენციის ID: MC167573; მსოფლიო კონფერენციის ID: WRL168812
- მიქაბერიძე, მ., (2019). მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია და სექტორთაშორისი თანამშრომლობა: ბიოსამედიცინო კვლევის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში, (გვ. 65-69); რედ. მ. მანწკავა, ნ. მომცელიძე ‘BIOMED 2018’ - ახალი ცნებები, უახლესი მეთოდები, შედეგები, დისკუსია, კვლევის დასკვნა თანამედროვე ბიომედიცინაში: მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ ბიომედიცინაში. ISBN 978-9941-485-14-5.
- მიქაბერიძე, მ., (2020), C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში (2010-2019) - პოლიტიკის ადვოკატირება და გარე ფაქტორების შესაძლებლობები საჯარო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაზე გავლენის მოხდენის მიზნით (გვ. 42-45). რედ. მანწკავა, მ., მომწემლიძე, ნ. ბიომედიცინის საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კონფერენციის აბსტრაქტული წიგნი BIOMED 2020. „ახალი კონცეფციები, უახლესი მეთოდები, შედეგები, დისკუსიები, კვლევების დასკვნები თანამედროვე ბიომედიცინაში.
- მსოფლიო ბანკის ანგარიშის „უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება“ (2021) თანაავტორი, რომელიც შემუშავებულია მსოფლიო ბანკის საქართველოს ინოვაციის, ინკლუზიისა და ხარისხის პროექტის (I2Q) უმაღლესი განათლების კომპონენტის (3) ფარგლებში;
- SEI GUMA-ს პროექტის ანგარიშის - კვლევისა და ინოვაციების პოლიტიკის განყოფილების თანაავტორი (2024).
პროექტები:
- ერაზმუს + საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა/HERD - სამუშაო ჯგუფის (task force) წევრი.
- სტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტში (SEI) პროექტი „მწვანე დღის წესრიგი სომხეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის (GA GUMA) R&I-ის ეროვნული ექსპერტი (კვლევასა და განვითარების მიმართულებით).
- კონსულტანტი სოციალურ მეცნიერებებში: მხარდაჭერა მეცნიერებისა და ინოვაციის კომპონენტში, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კონცეფციის დოკუმენტისთვის, გაეროს განვითარების პროგრამის საპარლამენტო განვითარების პროექტის ინტერვენციის ფარგლებში.
- ექსპერტი განათლებისა და მობილურობის საკითხებში: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისთვის (AA Facility II)
- მმართველი საბჭოს წევრი, მენეჯერი კონსორციუმებში საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელით: H2020-ის „EaP PLUS პროექტი“, (ხელს უწყობდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და წევრ ქვეყნებს შორის მეცნიერთა თანამშრომლობასა და ევროკავშირის R&I მე-8 ჩარჩო პროგრამაში - ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობის გაფართოებას).
კვლევითი ინტერესები:
უმაღლესი განათლების, კვლევებისა და ინოვაციების პოლიტიკა ევროკავშირში, აშშ-ში, ყოფილ საბჭოთა არეალში; უმაღლესი განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) რეფორმები საქართველოში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ყოფილ საბჭოთა არეალში; კლასტერების პოლიტიკა და სმარტ სპეციალიზაცია; შედარებითი საჯარო პოლიტიკა; პოლიტიკის ადვოკატირება; ტრანსფორმაცია და სახელმწიფო მშენებლობა გლობალიზაციის ერაში.