სანდრო მეგრელიშვილი ფლობს წმინდა ანდრიას სახელობის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს პოლიტიკის მეცნიერებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც საჯარო სექტორში (თავდაცვის სამინისტრო), ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, მათ შორის საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრში (GCSD).
სასწავლო კურსები:
- ჰიბრიდული რეჟიმები თანამედროვე ეპოქაში
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
არა აკადემიური პუბლიკაციები:
- ს. მეგრელიშვილი (2024) „რუსეთის ჰიბრიდული ომი - საკითხის მოკლე მიმოხილვა და არსებული ტენდენციები“, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი, ბმული
- ს. მეგრელიშვილი (2024), „დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება - ძირითადი ტენდენციები და მიგნებები“, ნატო: 75 წელი უსაფრთხოების გამოწვევების კვალდაკვალ, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი, ბმული
- Megrelishvili (2024), "Georgia at a Transitional Juncture: On the Path Towards Authoritarianism? Sandro Megrelishvili's Opinion", GZA Europe, link
- ს. მეგრელიშვილი და ნ. ძანძავა (2023) „სამხრეთ კავკასია გზაგასაყარზე: „ზანგეზურის დერეფანი“ და გრძელვადიანი მშვიდობის პერსპექტივები“, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი, ბმული
- Megrelishvili (2023) "The War in Ukraine: Remembering What's at Stake", History Keepers, Media Voice, link
პროექტები:
- დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა საქართველოში - პროექტი განხორციელდა 2021 წელს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის ფარგლებში.
კვლევითი ინტერესები:
პოლიტიკური რეჟიმები, დემოკრატიზაცია და ავტოკრატიზაცია, პოლიტიკური კულტურა, ჰიბრიდული ომი ,საერთაშორისო უსაფრთხოება და საერთაშორისო წესრიგი.