თამარ ჭუბაბრია
ელფოსტა: t.chubabria@gipa.ge
გამოცდილების მოკლე აღწერა
ერასმუსის უნივერსიტეტის განვითარებადმცოდნეობის მაგისტრი. აქვს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის ათ წლიანი გამოცდილება. ხუთი წლის განმავლობაში თათული მუშაობდა სოციალური სამართლიანობის ცენტრში, სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის, პროექტების კოორდინატორისა და სოციალური მკვლევრის პოზიციებზე. ამასთან თათული ჭუბაბრიას აქვს ოთხწლიანი გამოცდილება მონიტორინგსა და შეფასები სფეროში კონსულიტრების, კვლევისა და ადმინისტრირების მიმართულებით. სოციალურ უფლებებსა და პოლიტიკაზე მისი კვლევითი პუბლიკაციები და სტატიები უკავშირდება როგორც სოციალური დაცვის სისტემებს საქართველოში, ისე მიმდინარე მოვლენების შეფასებას, რაც სოციალურ უფლებათა რეალიზების კუთხით სახელმწიფო ჩავარდნებს უკავშირდება. გახლავთ არა ერთი გაცვლითი პროექტის მონაწილე და სასწავლო გრანტის/სტიპენდიის მფლობელი, მათ შორის აშშ-ში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და ნიდერლანდების სამეფოში.
სასწავლო კურსი:
სოციალური პოლიტიკა
კვლევები და პუბლიკაციები:
ჭუბაბრია, თ., (2023)„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ანატომია - პროგრამის ხარჯები, მიზნები და შედეგები ერთი წელიწადში,“ სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ჭუბაბრია, თ., (2020) მოსახლეობა მევახშეობის პირისპირ: მტაცებლური დაკრედიტება და მისი სოციალური შედეგები, სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ქებურია, თ., ჭუბაბრია, თ., (2017) წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები, სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ცინცაბაძე, ა., ჭუბაბრია, თ., (2017) შრომის ინსპექტირების მექანიზმის შეფასება და დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა საქართველოში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი