ნათია მაწიაშვილი
ელფოსტა: natia.matsiashvili@gipa.ge
გამოცდილების მოკლე აღწერა
ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს, ეკონომეტრიკის და მათემატიკური ეკონომიკის სპეციალიზაციით. ამჟამად, ეკონომიკის მიმართულებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტია. მისი პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორის პოზიციას. ამჟამად კი მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტში, მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სასწავლო კურსები:
- ეკონომეტრიკა.
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- ანანიაშვილი, ი., მაწიაშვილი, ნ. (2021). ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტების შეფასება გამოთვლადი საერთო წონასწორობის მოდელის გამოყენებით (საქართველოს მაგალითზე). გლობალიზაცია და ბიზნესი. 12, 134 -142.
კვლევითი ინტერესები:
ფისკალური პოლიტიკა; პოლიტიკის ანალიზი; საერთო წონასწორობის მოდელები; პროგნოზირება; ვალი; ეკონომიკური განვითარება; კეთილდღეობა.