ლექტორები

ლაშა დავითაძე

ელფოსტა: l.davitadze@gmail.com

გამოცდილების მოკლე აღწერა

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი. ა.შ.შ.-ს საზღვაო ქვეითთა უნივერსიტეტის სამხედრო კვლევების მაგისტრი. მისი პრაქტიკული გამოცდილება უკავშირდება სხვადასხვა სამეთაურო და მენეჯერულ პოზიციებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში. აქვს 18 წლიანი გამოცდილება სამეთაურო და ხელმძღვანელ პოზიციებზე მსახურის, როგორც თავდაცვის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტებში, ასევე პროფესიულ სამხედრო სასწავლებლებში. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში შემდეგ თემატიკებთან დაკავშირებით: თავდაცვა და უსაფრთხოება, კონფლიქტების ანალიზი და მართვა, ორგანიზაციის განვითარება, ლიდერობა. იგი გახლავთ როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე მოწვეული ლექტორი არაერთ უნივერსიტეტში, კერძოდ კითხულობს ლექციებს როგორც ინგლისურენოვან, ასევე ქართულენოვან პროგრამებზე. აქტიურად მუშაობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე ეროვნულ და უწყებრივ დონეზე, კერძოდ ტოტალური თავდაცვის კონცეფციასა და ეროვნული მედეგობის განვითარების უწყებათშორის გეგმებზე. არის ჩართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციისა და ორგანიზაციული განვითარების სამუშაო ჯგუფში, კერძოდ ხელმძღვანელობს უწყებრივ დონეზე ეროვნული მედეგობისა და წინააღმდეგობის კონცეფციების შემუშავებას. უძღვება უწყებათშორის სიმპოზიუმებს ეროვნული მედეგობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის განვითარებასთან დაკავშირებით. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის რანგში ხელმძღვანელობს თავდაცვის ძალების ოპერატიული კონცეფციისა და ოპერატიული თავდაცვითი გეგმების შემუშავებასა და მოდელირებას. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 15 აპრილიდან 23 ნოემბრის ჩათვლით მეთაურობდა 43 ბატალიონს, NATO ს ეგიდით წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ბაგრამის საავიაციო ბაზა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკა. არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე და არაერთი უწყებრივი თუ სახელმიწო ჯილდოს მფლობელი.







სასწავლო კურსები: 

  • ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამა;
  • კონფლიქტების ანალიზი და მართვა;
  • რესურსების დაგეგმვისა და მართვის პროგრამა;
  • აკადემიური წერა;
  • სტრატეგიული ლიდერობა და მენეჯმენტი;
  • კრიზისების მართვა;
  • რისკის მართვა;
  • ეროვნული უსაფრთხოების ჩარჩოს დაგეგმვა;
  • სტრატეგიული და ორგანიზაციული დოკუმენტების მომზადება;
  • სწავლების მეთოდიკა და დიდაქტიკა.