1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ხოლო 2001 წელს - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობაში.
2001-2005 წლებში მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდში, სადაც დახმარებას უწევდა ”Say Yes for Children” კამპანიას, პარტიაში ”ახალი მემარჯვენეები”, სადაც კოორდინირებდა განათლების მიმართულებას, მონაწილეობდა ჯონ ჰოპკინსის უნივესტეტის მიერ ინიცირებულ ”ლიბერალური განათლების” პროექტის განხორციელებაში.
2005 წლიდან მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ადმინისტრაციულ ხელმძღვანელად. 2007 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი.