მას მინიჭებული აქვს ჯიპას სოციალური მეცნიერებების, (მაინორი საჯარო მმართველობა) ბაკალავრის ხარისხი. ის ასევე, ფლობს საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საჯარო მმართველობის მიმართულებით. 2020 წელს იკავებდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კოორდინატორის ასისტენტის პოზიციას. ჯიპამდე დასაქმებული იყო “იუსტიციის სახლში”, „არაფორმალური განათლების პედაგოგთა ფორუმში“ და იკავებდა ადმინისტრაციულ თანამდებობას სხვა უნივერსიტეტში.