ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი

ნიკა გიგაური

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი

ელფოსტა: n.gigauri@gipa.ge

ნიკა გიგაური არის GIPA-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი. მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ნიკა გიგაური მუშაობდა, როგორც საჯარო სექტორში, ასევე არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებში პოლიტიკის კვლევისა და განათლების ადმინისტრირების მიმართულებით. ნიკა გიგაური GIPA-ში მოსვლამდე მუშაობდა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, იგი ასევე არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი. ნიკას საჯარო მმართველობისა და სამართლის მიმართულებით მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში, მათ შორის, USAID-ის, IFES-ისა და IRI-ის საერთაშორისო პროგრამებში, ასევე ნიკას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და ESG-ის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. აკადემიური საქმიანობის კუთხით ნიკა გიგაური არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. კვლევითი ინტერესის სფერო: განათლების პოლიტიკის ადმინისტრირება, პარტიული პოლიტიკა, პოლიტიკა და რელიგია, პოლიცია და დემოკრატია, არჩევნები და საარჩევნო სისტემები.

კვლევები და პუბლიკაციები:

„შიდაპარტიული დემოკრატიის გამოწვევები ქართულ პარტიულ პოლიტიკაში“ - მაისი, 2022

კვლევითი პროექტში: „დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში“ - ნოემბერი, 2021.

სამაგისტრო კვლევა: „სახელმწიფო დაფინანსება და ინსტიტუციური მდგრადობის გამოწვევები თანამედროვე ქართულ პარტიულ სპექტრში“ - ივლისი, 2021

„საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია: შვედეთისა და იაპონიის პოლიციის სისტემები (case study) - აპრილი, 2021.

„COVID 19-თან ბრძოლის სტრატეგიები თანამედროვე ქართულ პარტიულ სპექტრში: ეკონომიკა და განათლება“ - დეკემბერი, 2020.
„სახელმწიფო და მცირე მთავრობის კონცეფცია თანამედროვე ქართულ პარტიულ სპექტრში“ - სექტემბერი, 2019.

„საარჩევნო ნიჰილიზმის გამომწვევი მიზეზების კვლევა ქართველ ახალგაზრდებში“ - თებერვალი, 2019.

“რელიგიური კონფლიქტების ანალიზი ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში“ - ივლისი, 2018.

"Analysis of Georgian Health Policy and Universal Healthcare Program&quot" - მაისი, 2018.

“სეკულარიზმის დილემა ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში“ - აპრილი, 2017.