მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის და საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

გიორგი შუბლაძე

მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის და საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

ელფოსტა: g.shubladze@gipa.ge

გიორგი შუბლაძე - 2019 წლიდან მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი.
ფლობს მაგისტრის ხარისხს საზოგადოებრივ ურთიერთობებში (GIPA) და ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში (GIPA). აქვს ღონისძიებების მართვის, მარკეტინგული და სტრატეგიული კომუნიკაციების დაგეგმვის მრავალწლიანი გამოცდილება. 2019-2020 წლებში მუშაობდა Georgian Events-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და ღონისძიებების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. 2017-2019 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მასობრივი კომუნიკაციებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩეველი. გარდა ამისა, გიორგი შუბლაძე ჩართულია სხვადასხვა სახის სარეკლამო, საიმიჯო და სოციალურ ვიდეო პროდიუსინგში.
კვლევები:
პოლიტიკური კომუნიკაციების თანამედროვე ერა (ივლისი, 2019)
სოლსბერის ინციდენტი - სერგეი სკრიპალის ქეის სთადი (მარტი, 2018)
ახალი მედიის როლი პოლიტიკური რეჟიმების ცვლილებაში (მაისი, 2017)
Cyprus and EU Relations (აპრილი, 2016)
Whistleblower Behind the NSA surveillance - Edward Snowden case study (მარტი, 2016)