სამართლის საბაკალავრო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი / პროფესორი

ირაკლი სოკოლოვსკი

სამართლის საბაკალავრო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი / პროფესორი

ელფოსტა: i.sokolowski@gipa.ge

სრული პროფესორი; სამართლის დოქტორი, ევროპათმცოდნეობის მაგისტრი; კითხულობს ლექციებს შედარებით სახელშეკრულებო სამართალსა და ხელშეკრულების შედგენაში. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მიღებული აქვს დოქტორის წოდება სამართალმცოდნეობაში და მაგისტრის ხარისხი ევროპათმცოდნეობაში   მასარიკის უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და სამართლიანი არჩევნების საზოგადოებაში. ამავდროულად, გარკვეული წლები გაატარა  ჩეხეთის უზენაეს სასამართლოში და უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში, როგორც მოსამართლის თანაშემწემ. 2006–2009 წლებში ირაკლი სოკოლოვსკი მუშაობდა იურიდიულ ექსპერტად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში EUSPGeorgia, სადაც ის დახმარებას უწევდა საქართველოს პარლამენტს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონდებლობასთან დაახლოების საკითხებში. ამჟამად ირაკლი სოკოლოვსკი მუშაობს ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპულ საკონსულტაციო ცენტრში (GEPLAC) უფროს ექსპერტად იურიდიულ საკითხებში და მოღვაწეობს  წამყვან ქართულ იურიდიულ ფირმაში, სადაც კონსულტაციებს უწევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს სხვადასხვა იურიდიულ საკითხებზე.