დავით წასიძე არის ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. მას მიღებული აქვს საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობის მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს დავით წასიძე მუშაობდა, როგორც საჯარო სექტორში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში ადგილობრივი თვითმართველობის მიმართულებით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ის კოორდინაციას უწევდა რეგიონებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
მის პროფესიულ ინტერესს წარმოადგენს უმაღლესი განათლების სისტემა, ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. მას აქვს ხელმძღვანელობით პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) მოთხოვნების გათვალისწინებით როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შეფასების, ისე ახალი და მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებისა და ანალიზის პროცესში.