• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • მაგისტრატურა

    1994 წლიდან დღემდე, მმართველობის სკოლა გთავაზობთ 4 სამაგისტრო პროგრამას:

    1994 - საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა - რომლის მიზანია მოამზადოს ინტელექტუალური ლიდერები - თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი საჯარო მოხელეები, რომლებიც მზად იქნებიან თავი გაართვან ნებისმიერ გამოწვევას.

    2003 - ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა - რომლის მიზანია ადგილობრივი საჯარო მოხელეების, მენეჯერების, თემის ლიდერების ჩამოყალიბება კვალიფიციურ სპეციალისტებად.

    2003 - საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა - რომლის მიზანია საჯარო, კერძო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებისთვის კარიერული ზრდისა და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობების შექმნა.

    2014 - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - რომლის მიზანია, სრულიად ინოვაციური სწავლების გზით, მოამზადოს მენეჯერები, ლიდერები, რომელნიც შეძლებენ ბიზნესის მართვასა და გაძღოლას; არსებული ბიზნესის შეფასებას; ოპერირებას თანამედროვე მიდგომებით.

    GIPA-ს მმართელობის სკოლა გთავაზობთ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს!