პარტნიორები

ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტები

Haaga-Helia University (Finland, Helsinki)

ფინეთის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი. ჰააგა ჰელიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში და გულისხმობს სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლას. სტუდენტებს სრულად უფინანსედებათ ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მგზავრობის, ყოველდღიური და საცხოვრებელი ხარჯები.

University of Salzburg (Austria, Salzburg)

    

ავსტრიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი. უნივერსიტეტთან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება “Erasmus +” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებს სრულად უფინანსედებათ ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, ცხოვრების ხარჯები და სტიპენდია).

AP University College Antwerp (Belgium, Antwerp)

ანტვერპენის საუნივერსიტეტო კოლეჯთან თანამშრომლობა „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში მოიცავს სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლას. უნივერსიტეტთან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება “Erasmus +” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სრულად უფინანსდებათ ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მგზავრობა, ცხოვრება და ყოველდღიური ხარჯები.

Maastricht School of Management (Netherlands, Maastricht)

მაასტრიხტის ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება სამკვირიანი გაცვლითი პროგრამა GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო  პროგრამის სტუდენტებისთვის;

University of Hamburg (Germany, Hamburg)

ჰამბურგის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის დეკემბერში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰამბურგში. თავის მხრივ, GIPA მასპინძლობს სტუდენტებს ჰამბურგის უნივერსიტეტიდან.

სხვადასხვა დროს უნივერსიტეტში სწავლობდა და მოღვაწეობდა ნობელის პრემიის 6 ლაურეატი. ჰამბურგის უნივერსიტეტი - ჩრდილოეთ გერმანიის უმსხვილესი უნივერსიტეტი;

Leibniz Universität Hannover (Germany, Hannover)

ლეიბნიცის უნივერსიტეტთან აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ნოემბერში. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამშრომლობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ერთობლივი კვლევების ჩატარება, საზაფხულო სკოლების ფუნქციონირება და სხვადასხვა სახის ტრეინინგების ჩატარება;

SDA Bocconi School of Management (Italy, Milan)

2017 წლის თებერვალში, GIPA-ს მმართველობის სკოლასა და ბოკონის მენეჯმენტის სკოლას (SDA Bocconi) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ორმაგი ხარისხის საერთო საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც GIPA-ს მმართველობის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი წლით ისწავლონ ბოკონის უნივერსიტეტში და აიღონ ორმაგი ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი;

უნივერსიტეტი სოციალური მეცნიერებების და მენეჯმენტის მიმართულებით ევროპაში მე-4 ხოლო მსოფლიოში მე-11 ადგილს იკავებს.

University of Cagliari (Italy, Cagliari)

კალიარის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის სექტემბერში. უნივერსიტეტთან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება “Erasmus +” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებს სრულად უფინანსედებათ კალიარიში ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, ცხოვრების ხარჯები და სტიპენდია).

მდებარეობს სარდინიის კუნძულზე, დაარსებულია 1606 წელს. ყველაზე ძველი უნივერსიტეტი სარდინიაზე.

University of Perugia (Italy, Perugia)

დაფუძნებულია 1308 წელს. არის იტალიის ერთ ერთი უძველესი და წამყვანი უნივერსიტეტი.

პერუჯის უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პერუჯაში. თავის მხრივ, GIPA მასპინძლობს სტუდენტებს იტალიიდან.

University of Wroclaw (Poland, Wroclaw)

ვროცლავის უნივერსიტეტთან  თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა 2013 წლის მაისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს ენიჭებათ ორმაგი ხარისხი საჯარო მმართველობასა და პოლიტიკურ მეცნიერებებში;

University of Economics in Bratislava (Slovakia, Bratislava)

ბრატისლავას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+ “-ის პროგრამის ფარგლებში და გულისხმობს სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლას; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის მარტში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა ყოველწლიურად 2 სტუდენტი უფასოდ გავუშვათ სასწავლებლად ბრატისლავაში ერთი სემესტრით. სტუდენტებს სრულად უფინანსედებათ ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, ცხოვრების ხარჯები და სტიპენდია).

Masaryk University (Czech Republic, Brno)

მასარიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2014 წლის ნოემბერში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა ყოველწლიურად 2 სტუდენტი უფასოდ გავუშვათ სასწავლებლად ჩეხეთში ერთი სემესტრით. თავის მხრივ, GIPA მასპინძლობს სტუდენტებს ჩეხეთიდან.

University of Santiago de Compostela (Spain, Santiago de Compostela)

ესპანეთის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი. სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის იანვარში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა ყოველ წლიურად 2 სტუდენტი უფასოდ გავუშვათ სასწავლებლად ესპანეთში ერთი სემესტრით (სტუდენტებს უფინანსდებათ მგზავრობა, ყოველდღიური ცხოვრება და ეძლევათ ყოველთვიური სტიპენდია).

NLA University College (Norway, Kristiansand)

ნორვეგიის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი.

ნორვეგიის საუნივერსიტეტო კოლეჯთან თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში და გულისხმობს სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლას; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2018 წლის იანვარში. 

უნივერსიტეტთან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება “Erasmus +” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სრულად უფინანსედებათ ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მგზავრობა, ყოველდღიური და საცხოვრებელი ხარჯები.

Public Administration Academy of the Republic of Armenia (Armenia, Yerevan)

სომხეთის საჯარო მმართველობის აკადემიასთან ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2014 წლის ივნისში. იგი ითვალისწინებს თანამშრომლობას ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ერთობლივი კვლევების, საზაფხულო სკოლების და სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარებას;

Turiba University in Latvia (Latvia, Riga)

2014 წლის დეკემბერში, ხელი მოეწერა  ტურიბას უნივერსიტეტთან აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის,  ერთობლივი კვლევების ჩატარებისს, საზაფხულო სკოლების, სხვადასხვა სახის ტრენინგების მიმართულებით;

BA School of Business and Finance (Latvia, Riga)

რიგის ბიზნესისა და ფინანსების სკოლასთან ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია  ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კვლევების ჩატარება, ერთობლივი აკადემიური პროგრამების შემუშავება, საზაფხულო სკოლების ფუნქციონირება, სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება;

Vidzeme University of Applied Sciences (Latvia, Valmiera)

ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის დეკემბერში, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ერთობლივი კვლევების ჩატარება, საზაფხულო სკოლების ამუშავება, სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება;

Kazimieras Simonavičius University (Lithuania, Vilnius)

აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ერთობლივი კვლევების ჩატარება, საზაფხულო სკოლების ორგანიზება, სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება;

Vytautas Magnus University (Lithuania, Kaunas)

 

ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტთან აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ერთობლივი კვლევების ჩატარება, საზაფხულო სკოლების ორგანიზება, სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება;

Varna University of Economics (Bulgaria, Varna)

ვარნას ეკონომიკურ უნივერსიტეტთან აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ერთობლივი კვლევების ჩატარება, საზაფხულო სკოლების გამართვა, სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება;

University of National and World Economy (Bulgaria, Sofia)

ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტთან აკადემიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის აგვისტოში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა 2 სტუდენტი უფასოდ გავუშვათ სასწავლებლად სოფიაში ერთი სემესტრით. თავის მხრივ, GIPA მასპინძლობს სტუდენტებს ბულგარეთიდან.

Burgas Free University (Bulgaria, Burgas)

ბურგას უნივერსიტეტთან აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ერთობლივი კვლევების ჩატარება, საზაფხულო სკოლების ორგანიზება.

University of Economics, Prague (Czech Republic, Prague)

ჩეხეთში ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც დაჯილდოვებულია ECTS და DS პრიზებით.

პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა ყოველწლიურად 3 სტუდენტი უფასოდ გავუშვათ სასწავლებლად ერთი სემესტრით;

Warsaw School of Economics (Poland, Warsaw)

ეკონომიკის სფეროში პოლონეთის წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვარშავის ეკონომიკის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ივნისში. უნივერსიტეტთან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება “Erasmus +” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სრულად უფინანსედებათ ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, საცხოვრებელი და ყოველდღიური ხარჯები).

University of Warsaw’s Center for Promotion of Polish Legal Research (Poland, Warsaw)

ვარშავის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში, შეთანხმების ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ერთობლივი კვლევების ჩატარება, საზაფხულო სკოლების ორგანიზება, სხვადასხვა სახის ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარება;

University of Dąbrowa Górnicza (Poland, Dąbrowa Górnicza)

დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა ყოველ წლიურად 2 სტუდენტი უფასოდ გავუშვათ სასწავლებლად პოლონეთში ერთი სემესტრით. თავის მხრივ, GIPA მასპინძლობს სტუდენტებს პოლონეთიდან.

College of Applied Sciences“lavoslav Ružička“(Croatia, Vukovar)

გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯთან თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+ “-ის პროგრამის ფარგლებში და გულისხმობს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლას. თავის მხრივ, GIPA მასპინძლობს სტუდენტებს ხორვატიიდან.

University of Rijeka (Croatia, Rijeka)

რიჟეკას უნივერსიტეტთან აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2018 წლის ივლისში. მემორანდუმის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ერთობლივი კვლევების ჩატარება, საზაფხულო სკოლების ფუნქციონირება, სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ხორვატიაში. თავის მხრივ, GIPA მასპინძლობს სტუდენტებს ხორვატიიდან.

GEA College (Slovenia, Ljubljana)

გეაკოლეჯთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2018 წლის ივლისში, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ერთობლივი კვლევების ჩატარება, ერთობლივი აკადემიური პროგრამების შემუშავება, საზაფხულო სკოლების ფუნქციონირება, სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება. თანამშრომლობის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ სლოვენიაში. თავის მხრივ, GIPA მასპინძლობს სტუდენტებს სლოვენიიდან.

ამერიკული პარტნიორი უნივერსიტეტები

Troy University (USA Troy/Alabama)

     

ტროის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მოიცავს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი აკადემიური პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი კვლევების ჩატარებას სოციალური მეცნიერებების და საჯარო მმართველობის მიმართულებით. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი ისწავლონ ამერიკაში უფასოდ.

Michigan State University (USA East Lansing/Michigan)

მიჩიგანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კვლევების ჩატარებას, საზაფხულო სკოლების ფუნქციონირება, აკადემიური პერსონალის გაცვლა. ასევე, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლიდან 1 სტუდენტი ერთი სემესტრით უფასოდ გავუშვათ სასწავლებლად მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯში.

George Mason University (USA Fairfax/Virginia)

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მოიცავს სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავებას და ფუნქციონირებას, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი კვლევების ჩატარებას, საზაფხულო სკოლების დაგეგმვას და ამუშავებას, სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარებას. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი ისწავლონ ამერიკაში ფასდაკლებით.

University of Wyoming (USA, Laramie, Wyoming)

 

ვაიომინგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მიმდინარეობს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ასევე ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებას. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი ისწავლონ ამერიკაში ფასდაკლებით.

Kennesaw State University (USA, Georgia)

კენესოს უნივერსიტეტთან ურთიერთ-ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ოქტომბერში. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი ისწავლონ ამერიკაში უფასოდ.

University of Georgia (USA, Athens)

ჯორჯიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მოიცავს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კვლევების ჩატარებას, საზაფხულო სკოლების ორგანიზებას, სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარებას. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი ისწავლონ ამერიკაში ფასდაკლებით.