სწავლების სრულყოფის ცენტრი

სწავლების სრულყოფის ცენტრი (TEC) წარმოადგენს ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს. TEC ორიენტირებულია უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და სწავლების მიდგომების გაუმჯობესებაზე. 

ამ მიზნით, ცენტრი მათ საჭიროებებზე და მოთხოვნებზე მორგებულ მოკლევადიან ტრენინგებს სთავაზობს, სხვადასხვა მიმართულებით.

ცენტრის მიერ შემოთავაზებულ ტრენინგებს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან, თანამედროვე და უახლესი მეთოდების გამოყენებით.

  • „ეფექტური კომუნიკაციის აქტუალური საკითხები“;
  • „რას ნიშნავს იყო კარგი ლექტორი“;
  • აკადემიური წერის უნარები, განსხვავება საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს შორის“;
  • “სტუდენტების მოტივაციის ამაღლება კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესება, აკადემიური ინტეგრაცია და შეფასების რუბრიკები”;
  • „მოტივაცია";
  • „კრიტიკული აზროვნება და დისკუსია";
  • „აკადემიური წერა";
  • „შეფასების სისტემები";
  • „ეფექტური სწავლება და სტუდენტების კვლევის ხელმძღვანელობა“;
  • „როგორ გავუმკლავდეთ რთულ სტუდენტებს - პლაგიატიზმი, აკადემიური თაღლითობა, დისციპლინა“;
  • „სწავლების თანამედროვე მეთოდები“;
  • „მოტივაციის ალქიმია და მისი მართვა“;
  • „შედეგზე ორიენტირებული სწავლება“;
  • „პერსონალური მონაცემების დაცვა და დამუშავება“;
  • „TheSIS - დიპლომანტების ხელმძღვანელობის პროცესის მართვა“;
  • „შეფასების ინსტრუმენტები და უკუკავშირის სტრატეგიები“;
  • „ინკლუზიური გარემოს მართვა და ინდივიდუალური მიდგომა სწავლებაში“;
  • “მოტივაციის სტრატეგიები”;
  • “ChatGPT - ხელოვნური ინტელექტი - ბუნებრივი ინტელექტის სტაგნაცია თუ შესაძლებლობა";
  • „Digital Advertising“ 
  • “Advanced Excel “
  • “სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი”
  • “პირველადი გადაუდებელი დახმარება”
  • დიპლომის ხელმძღვანელობისა და შეფასების გამოწვევები”
  • „Linkedin-ის მასტერკლასი