სადოქტორო პროგრამა სოციალურ მეცნიერებებში

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა და საბუთების მიღება

სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების შემდეგ ქვედარგებში ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, მასობრივი კომუნიკაციები და საჯარო მმართველობა, ან ფლობს მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს. გამონაკლისი დაიშვება სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლევის გამოცდილების და შესაბამისი კვალიფიკაციის შეფასების მიხედვით.

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველი ადმინისტრაციასთან წარმოადგენს შემდეგ საბუთებს:

  • შევსებულ სააპლიკაციო ფორმას
  • პროფესიულ ბიოგრაფიას (CV)
  • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლს, (სავალდებულოა სამაგისტრო დიპლომი გაცემული იყოს სოციალური მეცნიერებების დარგში, გამონაკლისია საჯარო მმართველობა), უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარების უფლებამოსილება აქვს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს)
  • მაგისტრის დიპლომის დანართს
  • პირადობის მოწმობის ასლს
  • ერთ ფოტოსურათს 3X4 - ზე
  • სადოქტორო კვლევის საკითხის აღწერას.  (1000 სიტყვა)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ B 2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატს. (თუ ასეთი არ არსებობს,   ჩააბარებს შიდა გამოცდას ინგლისურ ენაში) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების ვალებულებისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, ვისაც ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა აქვთ დამთავრებული საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.
  • დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში.

კანდიდატები პროგრამაში ჩაირიცხებიან გასაუბრების საფუძველზე დარგობრივ  კომისიასთან,

გასაუბრებისას მხედველობაში მიიღება:

ა) შერჩეული საკვლევი საკითხის აქტუალობა და სამეცნიერო სიახლე

ბ)  გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული სამეცნიერო ნაშრომების არსებობა;

გ)  სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;

დ) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები

 

საბუთების მიღება

2 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით, დოკუმენტები შესაძლებელია გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე n.tchigvaria@gipa.ge, ან მოიტანოთ უნივერსიტეტში.

მის: იეთიმ გურჯის ქ N 9. 

 

პროგრამის ღირებულება

პროგრამაზე სწავლის ღირებულებაა 2800 ლარი წელიწადში. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, დეკემბერსა და ივნისში, შესაბამისად წლიური გადასახადი იყოფა ორ ნაწილად.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:


პროფ. ნათია ჭიღვარია  

ელ.ფოსტა: n.tchigvaria@gipa.ge 

მობ: +995 595 65 95 56

 

სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს სოციალური მეცნიერებების სფეროში თეორიული და პრაქტიკული საკითხების მეცნიერულ კვლევას, სამეცნიერო კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი ცოდნის შექმნას, დარგის განვითარებისთვის ხელის შეწყობას, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის მაღალკვალიფიციური აკადემიური კადრების მომზადებას, მათ საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ჩართვას, რაც მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის მიერ ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანისათვის.  შესაბამისად სადოქტორო პროგრამის მიზნები სრულ შესაბამისობაშია უნივერსიტეტის მისიასთან. პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა 2012 წლის 11 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს #752 ბრძანებით.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისგან. სადოქტორო პროგრამის სასწავლო კომპონენტის მიზანია ხელი შეუწყოს დოქტორანტს მეთოდოლოგიური უნარების დახვეწაში, სადოქტორო ნაშრომის შესრულებაში და მოამზადოს მომავალი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისთვის.

სასწავლო კომპონენტი მოიცავს სავალდებულო სალექციო კურსებს, პედაგოგიურ პრაქტიკას და სადოქტორო სემინარებს.

სადოქტორო პროგრამის სამეცნიერო კვლევითი კომპონენტის მიზანია დოქტორანტის სამეცნიერო კვლევითი უნარების ჩამოყალიბება. იგი გულისხმობს უშუალოდ კვლევასთან დაკავშირებულ აქტივობებს და სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობას.

სადოქტორო პროგრამაში არსებულ სპეციალობებს კვალიფიკაციათა ჩარჩოსთან შესაბამისობის მიხედვით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. ერთ დოქტორანტზე გათვალისწინებულია 4 აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი, რაც ხარისხიანი კვლევებისა და მათ საფუძელზე დაცული დისერტაციების ხარისხის დასავლურ სტანდარტებთან მიახლოების შესაძლებლობებს იძლევა.

დაცული დისერტაციების ხარისხის ამაღლების მიზნითა და სადოქტორო სწავლების შედეგების მეტი ეფექტიანობისათვის სადოქტორო პროგრამაზე არსებობს კონკურსის საფუძველზე მიღების წინაპირობა.  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დოქტორანტებისთვის უზრუნველყოფილია სამეცნიერო კონსულტირებისა და პროფესიული მხარდაჭერის შესაძლებლობები. სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელთათვის უზრუნველყოფილია ჰონორარები, რაც სტუდენტებთან მუშაობის მოტივაციას ზრდის. პროგრამაში მოქმედებს შიდა შეფასების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს მეცნიერ ხელმძღვანელის დოქტორანტთან მუშაობის ეფექტიანობა. მეცნიერ ხელმძღვანელები არიან როგორც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ასევე მოწვეული ლექტორები, ვისაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი შესაბამის დარგში. პროგრამა მეცნიერ ხელმძღვანელთან აფორმებს ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ, სადაც გაწერილია მისი უფლება მოვალეობები.

სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, გამონაკლისი დაიშვება სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით კვალიფიკაციის შეფასების მიხედვით. დეტალები მისაღები პროცედურების შესახებ იხ. ვებგვერდზე: https://gipa.ge

GIPA-ს აქვს დარგის სპეციფიკის შესაბამისი სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისა და დაცვის საჯარო, გამჭირვალე და სამართლიანი პროცედურები - სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის პირობებში დოქტორანტი თავდაპირველად ამზადებს პროსპექტუსს, სადისერტაციო კვლევის გაფართოებულ მონახაზს, რომელსაც იცავს დარგობრივი კომისიის წინაშე. კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც კენჭისყრის შედეგად მიიღება, დოქტორანტს ეძლევა უფლება გააგრძელოს კვლევაზე მუშაობა.  სადოქტორო დისერტაციის დაცვის პროცედურა არის საჯარო და გამჭირვალე პროცესი, რომელსაც ესწრებიან როგორც სადისერტაციო საბჭოს წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები და ნებისმიერი დაინტერესებული პირი. სადოქტორო კვლევის შეფასება ხორციელდება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის შესაბამისად.

სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ დოქტორანტი წარმოადგენს დარგის ექსპერტს, რომელსაც აქვს უნარი შექმნას ახალი ცოდნა, შეიმუშაოს ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მიდგომები, დამოუკიდებლად და მაღალკვალიფიციურად შეასრულოს კვლევა თანამედროვე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით, რომლის შედეგებიც გამოქვეყნებას იმსახურებს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სასწავლო და კვლევითი პროცესის დაგეგმვა და განხორციელება მისი სპეციალობით, სალექციო კურსის მომზადება და ჩატარება, სხვა კვლევითი პროექტისთვის ზედამხედველობის გაწევა. მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ინტერდისციპლინარული კვლევის შესრულების დროს. შესაბამისად, სოციალურ მეცნიერებათა პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დაიკავოს აკადემიური თანამდებობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო და კვლევით ინსტიტუტებში, კერძო/დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციებში,  და ა.შ.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა

სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა

დამტკიცებულია რექტორის ბრძანებით 01-18/084


  • გიორგი მარგველაშვილი_საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული პროფესორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი. საპატიო წევრი.
  • თორნიკე შარაშენიძე_პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის საერთაშორისო ურთიეთობების პროგრამის ხელმძღვანელი. საერთაშორისო პოლიტიკა, ურთიერთობები.
  • მზია გომელაური_ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.
  • მერაბ კაკულია_პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის საერთაშორისო განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. ეკონომიკა
  • რამაზ საყვარელიძე_ პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. (მოწვეული ლექტორი) ფსიქოლოგია
  • თინა ჩხეიძე_ასოცირებულიპროფესორი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. ფსიქოლოგია.
  • ირაკლი სოკოლოვსკი_პროფესორი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპულ საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) უფროსი ექსპერტი იურიდიულ საკითხებში. სამართალი
  • შალვა მაჭავარიანი- პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე რექტორი. პროფესორი. ეკონომიკა, საჯარო მმართველობა.
  • შალვა ჯულაყიძე-დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი. შესყიდვების სამსახურის უფროსი, იუსტიციის სახლი. ეკონომიკა, საჯარო მმართველობა.
  • ანაქეშელაშვილი _ პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი; ჟურნალისტიკის სკოლა. მასობრივი კომუნიკაციები
  • მაია მიქაშავიძე_პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. ჟურნალისტიკის სკოლა. მასობრივი კომუნიკაციები
  • ბაკურ კვაშილავა_პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი. პოლიტიკის მეცნიერებები
  • ნიკოლოზ აბუაშვილი_ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო მმართველობა
  • ნანი მაჭარაშვილი_საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი. საჯარო მმართველობის პროგრამების ხელმძღვანელი. პოლიტიკის მეცნიერებები, საჯარო მმართველობა
  • გიორგი თურქია_ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი. ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი
  • ალექსანდრე სვანიშვილი _ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი. ადგილობრივი მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში (UNDP-ის პროგრამა „რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა საქართველოში“)
  • ნათია გორგაძე - განათლების მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. პროგრამის დირექტორი ცამოქალაქო ინტეგრაციისა და ინტერ-ეთნიკური ურთიერთობების ცენტრის დირექტორი.

 

  1. ნიკოლოზ აბუაშვილი - ბიზნესის ღირებულების ზრდის მიკრო და მაკრო ფაქტორები
  2. თორნიკე შარაშენიძე - იდეოლოგიებისა და გეოპოლიტიკური კონცეფციების შესაძლო გავლენა რუსეთის ქცევაზე საერთაშორისო პოლიტიკაში
  3. ნინო დოლიძე - პროფესიული განვითარებისა და ტრენინგის სისტემის მოდელები საქართველოს საჯარო სექტორში
  4. ნინო ღონღაძე - კორუფციის აღქმა საქართველოს საჯარო სამსახურში
  5. თამარ კობერიძე - სამოქალაქო ადვოკატირების ზეგავლენა საქართველოს საჯარო სექტორზე
  6. ბაკურ კვაშილავა - კონსტიტუციური წყობისა და საარჩევნო სისტემის გავლენა პოლიტიკური პარტიების განვითარებაზე პოსტსოციალისტური ევროპის დემოკრატიებში
  7. ალექსანდრე სვანიშვილი - ტერიტორიული საზოგადოებრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა და როლი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში
  8. თიკოს ცომაია - სელექციური აბორტი და მედია
  9. ვანო ცერცვაძე - რისკისა და სარგებლის დისკონტირების ფაქტორების გავლენა ეკონომიკური ქცევის მოდელებზე ადიქციურ ჯგუფებში

პროფ. ნათია ჭიღვარია

სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი  

ელ. ფოსტა: n.tchigvaria@gipa.ge 

მობ.: +995 595 65 95 56

დაგვიკავშირდით