საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობილ სასერტიფიკატო პროგრამაზე - რეკლამა.
გთავაზობთ უნიკალურ პროფესიონალურ გარემოს და ინტენსიურ პროგრამას პრაქტიკოსი ლექტორებისაგან.
პროგრამის მიზანია სარეკლამო სააგენტოს მუშაობის სტრუქტურისა და ძირითადი ფუნქციების სწავლება. კურსი განკუთვნილია ყველა ადმიანისთვის, ვინც განიხილავს/გეგმავს/სურს დასაქმდეს სარეკლამო სააგენტოში.
დაგეხმარებით, გახდეთ გამორჩეულები თქვენს მიერ შერჩეულ პროფესიაში.
გაძლევთ შანსს:
1. მარკეტინგის საფუძვლები - კურსი მოიცავს მარკეტინგის არსის, დანიშნულებისა და საფუძვლების მიმოხილვას. იგი მიმოიხილავს სტრატეგიული მარკეტინგის საფუძვლებს, მარკეტინგის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნისა და აღსრულების პრინციპებს. საგნის ძირითადი მიზანია, რომ რეკლამის სფეროში მომუშავე პროფესიონალებს ჰქონდეთ დამკვეთის მხარეს არსებული ამოცანების, გამოწვევებისა და აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
ლექტორი: ნინო კვაჭანტირაძე
2. ბრენდინგის საფუძვლები - საგანი მოიცავს სტრატეგიული ბრენდინგის საფუძვლებისა და ტექნიკების გაცნობას და ბრენდინგის მნიშვნელოვნების ანალიზს, კომპანიის მართვის პროცესში. კურსის მიზანია, მსმენელებმა მიიღონ ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და მისი მართვის პროცესზე და გაეცნონ ბრენდის კოდის კომუნიკაციაში გაშლის ტექნიკებს.
ლექტორი: ალექსი ჩიქოვანი - სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტოს „LIVE“ - დამფუძნებელი, ბრენდ-კონსულტანტი
3. სარეკლამო კამპანიების მართვა - საგნის ფარგლებში, მსმენელები გაეცნობიან სააგენტოში სარეკლამო კამპანიების მართვის პრინციპებს. კურსი მოიცავს შემდეგ ფუნქციებს: კლიენტთან ურთიერთობა, ბრიფის მომზადება, პროცესის მართვა და კოორდინირება, კამპანიის ბიუჯეტირება. საგნის მიზანია, რომ მსმენელმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს სააგენტოს ფარგლებში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციის - ექაუნთ მენეჯმენტის შესახებ.
ლექტორი: ანი გვათუა - კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი, JWT Metro
4. კრეატიული სტრატეგია - საგნის ფარგლებში, მსმენელი გაეცნობა ინსაითების პოვნის ტექნიკებს, კრეატიული ბრიფის შექმნას და კრეატიული სტრატეგიის დანიშნულებას სააგენტოში. საგნის მიზანია, რომ მსმენელებს გააცნოს კრეატიული სტრატეგიის დანიშნულება (ფუნქცია) და მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ფუნქციის ფარგლებში გამოყენებული ტექნიკების შესახებ.
ლექტორი: ნინო კუპრაშვილი - სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორი, ლივინგსტონი
5.იდეების გენერირება და კრეატივი - creative process - საგნის ფარგლებში, მსმენელი გაეცნობა კამპანიისთვის იდეების გენერირებისა და კრეატიული კონცეფციის ჩამოყალიბების საწყისებს. კურსი ეხება ბრიფის შესაბამისად იდეების გენერირებას და შემდეგ აღნიშნული იდეის კამპანიაში გაშლას. საგნის მიზანია, რომ მსმენელმა შეისწავლოს და გაიგოს ის კრეატიული პროცესი, რომელიც დგას წარმატებული კამპანიების უკან.
ლექტორი: ალექსანდრე ციცქიშვილი, არტ დირექტორი
6. ტექსტი რეკლამაში - საგნის ფარგლებში, მსმენელი გაეცნობა სარეკლამო ტექსტებზე მუშაობის პროცესსა და ტექნიკებს. კურსის მიზანია, რომ მსმენელებს ეფექტური და დამახსორვრებადი სარეკლამო ტექსტების წერისთვის მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაში დაეხმაროს.
ლექტორი: გიორგი რუხაძე - ქოფირაიტერი, Holmes&Watson
7.ციფრული მარკეტინგი - საგნის ფარგლებში, მსმენელი გაეცნობა სტრატეგიული ციფრული კომუნიკაციის დაგეგმვის საფუძვლებს, ციფრული კამპანიის დაგეგმვისა და წარმატრთვის ტექნიკებს, კამპანიების შედეგების გაანალიზების საშუალებებს. კურსის მიზანია, რომ მსმენელმა გაიაზროს ციფრული კამპანიის ტექნიკები და შესაძლებლობები; დაგეგმოს მარტივი ციფრული კამპანიები.
ლექტორი: მირიან ჯუღელი, მარკეტერი
8.პროდაქშენი -კურსის მიზანია, მსმენელს შეექმნას წარმოდგენა რეკლამის უშუალოდ წარმოების პროცესთან დაკავშირებით. კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები: რეკლამის გადაღება, ხმის კორექტირება, CGI, პროდაქშენში ჩართული ადამიანები, პროდაქშენის ბიუჯეტის დაგეგმვა.
ლექტორი: მაია გურაბანიძე - ფროდაქშენის ხელმძღვანელი, Metro Production
9.ფინალური პროექტი - ფინალური პროექტის ფარგლებში, მსმენელებს ევალებათ კამპანიის დაგეგმვის ყველა ეტაპის გავლით საკუთარი კრეატიული კონცეფციის შექმნა და პრეზენტაცია
სწავლის ხანგრძლივობა: 5 თვე (სალექციო პროცესი). სწავლა დაიწყება 2020 წლის 26 ოქტომბერს.
ლექციები ჩატარდება კვირაში ოთხჯერ, სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის პირველ ან მეორე ნახევარში.
სწავლების ენა: ქართული
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 21 ოქტომბერი.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 22-23 ოქტომბერს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
შერჩევის კრიტერიუმები:
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).
პროგრამის ღირებულება: 2400 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად
I ეტაპი – 1800 ლარი – 2020 წლის 2 ნოემბერი
II ეტაპი – 600 ლარი – 2020 წლის 7 დეკემბერი
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
კორპორატიული ფასდაკლება
ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:
პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით.
თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL
გთხოვთ, გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.
მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:
ნინო ქოჩიაშვილი
სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მეორე სართული. 0108, თბილისი
ელფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86