ქალაქის სოციუმი და მისი სივრცითი სამოსი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის ოფისი აწყობენ ლექციათა კურსს „ქალაქის სოციუმი და მისი სივრცითი სამოსი“.

კურსზე დასწრება შეუძლია ყველა მსურველს უფასოდ. 

ქალაქები, მათი ჩამოყალიბებიდან დღემდე, ქმნიან ლოკალურ გარემოს, ერთგვარ ჭურჭელს, რომელშიც გათამაშდებიან თანადროული სოციალური ურთიერთობანი. ეს ურთიერთობები აფორმებენ ამ ჭურჭელს, შეიძლება ითქვას იქმნიან თავიანთ სამოსს, რომელიც მათ ემსახურება. მაგრამ ეს უკანასკნელი, როგორც კი ის შეიქმნება, ზემოქმედებს სოციალურ ურთიერთობებზე და წვლილი შეაქვს მათ განვითარებაში. ამდენად, ქალაქის გაგებისთვის აუცილებელია მისი სოციალური და სივრცით-მატერიალური ასპექტების ერთობლივი გათვალისწინება. 

ქალაქის, როგორც სოციუმის იგნორირებამ და მისმა გაგებამ მხოლოდ მატერიალური ობიექტების ადგილად დაღი დაასვა ქალაქების, მათ შორის თბილისის, განვითარებას. არა მხოლოდ, მაგრამ ამის გამოც, თბილისის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის დაგეგმვის სპეციალისტები, ქმნიან სოციალურ დეფორმაციებს, რომლებიც განაპირობებენ თბილისის არასწორ სივრცით-მატერიალურ განვითარებას, რაც თავის მხრივ ქალაქის სოციალურ ცხოვრებას აუარესებს. აუცილებლობა იმის გააზრებისა, რომ ქალაქის სივრცით-მატერიალური განვითარების საბოლოო მიზანი მის სოციალურ მიმართებათა გაუმჯობესებაა, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ამის გამოხატულებაა სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით მისი ახალგაზრდა თაობის, ინტერესი ქალაქის ცხოვრებისა და მისი განვითარებისადმი.       

კურსი შედგება ორი ქვეკურსისგან 

  1. "ქალაქი, როგორც სოციალურისა და სივრცით-მატერიალურის ერთობა"
  2. "საზოგადოებრივი თანაცხოვრების ისტორია და ადამიანთა შორის ურთიერთობების თანამედროვე პრაქტიკა"

პირველ მათგანს, ხუთშაბათობით გაუძღვება ქალაქმგეგმარებელი, ზურაბ ბაქრაძე, ხოლო მეორეს, პარასკევობით - ფსიქოლოგი, ნოდარ ბელქანია.

ლექციები ჩატარდება 6 ოქტომბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს, 19:00-დან 21:00 საათამდე.

მათი პირველი ნაწილი, 6-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით, ჩატარდება GIPA-ში (ვახტანგ გორგასლის 101), ხოლო მეორე - 4 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, Frontline კლუბში (ლადო ასათიანის 62).

ზურაბ ბაქრაძე 

კურსის კოორდინატორი

ელ. ფოსტა:  bakradse@gmail.com

მობ: +995 595 95 18 19

მსურველებს ვთხოვთ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: https://bityl.co/EiGS

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 5 ოქტომბერი

დაგვიკავშირდით