პოლიტიკური მარკეტინგის სტრატეგიები

GIPA-ს პოლიტიკური მარკეტინგის სტრატეგიების სასერტიფიკატო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ და განავითარონ პოლიტიკური და საარჩევნო კამპანიების მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს საარჩევნო ტექნოლოგიები, კამპანიის სტრუქტურა და მენეჯმენტი, მონაცემთა მოგროვებისა და ანალიზის საფუძვლები და ის სტრატეგიები, რომლებიც პოლიტიკური/საარჩევნო კამპანიის წარმატებას განაპირობებს. 

პროგრამის შინაარსი:

  1. კამპანიის დაგეგმვა და მენეჯმენტი
  • სწორად დაგეგმილი კამპანიის მნიშვნელობა
  • კამპანიის სტრუქტურა
  • საკვანძო პირები და მათი ფუნქციები
  • კანდიდატის იმიჯი და რეპუტაცია
  1. მონაცემთა როლი კამპანიაში
  • კამპანიისთვის საჭირო მონაცემთა სახეობები
  • მონაცემთა მოგროვების გზები
  • მონაცემთა ანალიზის და პრაქტიკაში გამოყენება
  • სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა
  1. ეფექტური კომუნიკაცია
  • მესიჯის მნიშვნელობა
  • საჯარო გამოსვლების ძირითადი პრინციპები
  • ამომრჩეველთან კომუნიკაციის უნარები
  • კამერასთან მუშაობის ტექნიკები
  • მედიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია
  • შიდა კომუნიკაციის ეფექტური სტრუქტურა
  • კრიზისული კომუნიკაციის მართვა
  • ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა
  1. ციფრული მედია და ხელოვნური ინტელექტი
  • ციფრული მედიის შესაძლებლობები
  • მედია პლატფორმების ეფექტური გამოყენება
  • სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება
  • ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები
  • ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები
  1. ფინანსური მენეჯმენტი
  • კამპანიის ბიუჯეტი
  • რესურსების ეფექტური გადანაწილება
  • დონორებთან ურთიერთობა და ფონდების მოზიდვა
  • ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება 
  1. დროის მენეჯმენტი
  • შეზღუდული დროის ეფექტური გადანაწილება და მართვა
  • პასუხისმგებლობების დელეგირების მნიშვნელობა
  • სტრესის მართვა

მასტერკლასები:

პროგრამის ფარგლებში მოწვეული იქნებიან დარგის ექსპერტები, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩართული იყვნენ პოლიტიკური მარკეტინგის განხორციელების პროცესში.   

ასევე, პროგრამის განმავლობაში მონაწილეებს შეეძლებათ პრაქტიკური გამოცდილება და ინდივიდუალური რეკომენდაციები მიიღონ კამერასთან მუშაობის უნარებთან დაკავშირებით, ასევე, ე.წ. Hot seat interview გამოცდილების მიღების და მისთვის მომზადების სტრატეგიებზე. ჯგუფური პროექტი კი გულისხმობს, კამპანიის დაგეგმვას მისი ყველა აუცილებელი ეტაპის გათვალისწინებით.

სერტიფიკატი:

სწავლის წარმატებით დასრულებისა და პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების შემდეგ,  მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ინგლისურენოვანიოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტის სერტიფიკატი. 

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, შეფასდება მონაწილეთა ჩართულობა, ასევე, კურსის ბოლოს მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ჯგუფური პროექტი.

სწავლის ხანგრძლივობა: 3 კვირა, ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, სამშაბათობით 19:00-დან 22:00-მდე და შაბათობით მთელი დღის განმავლობაში.

სწავლების ენა: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები ჩაერთვებიან სიმულაციურ თამაშებში.

ნინო რუსიძე - პოლიტიკური კომუნიკაციებს სპეციალისტია, რომელსაც პოლიტიკური მარკეტინგის, ამომრჩევლის ქცევის და დემოკრატიული განვითარების მიმართულებით 10 წლიანი გამოცდილება აქვს.

2021 წლიდან, ნინო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორია, სადაც სტუდენტებს ორ საავტორო კურსს ასწავლის - პოლიტიკური მარკეტინგის სტრატეგიებს და არასახელმწიფო აქტორებს პოლიტიკაში. სწავლების პარალელურად, ნინო საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) პოლიტიკური პროგრამების მიმართულებით მუშაობდა, სადაც უშუალოდ იყო ჩართული საზოგადოებრივი აზრის კვლევებში და მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის კონსულტაციებში, პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებაში, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდაში, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში, ასევე ხელმძღვანელობდა ციფრული კომუნიკაციის  და GOTV კამპანიებს.

ნინო კორვინუსის უნვერსიტეტის დოქტორანტია, მისი კვლევის ძირითად ფოკუსი პოლიტიკური მარკეტინგი და საარჩევნო კამპანიების მენეჯმენტია. იგი ასევე, იელის კამპანიის სკოლის კურსდამთავრებულია (2024 წლის გამოშვება). ნინო  არაერთი აკადემიური ნაშრომის ავტორი და საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციების მონაწილეა

კესო ანთელიძე - ჯიპას ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრია და ამჟამად IE უნივერსიტეტში ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციების მართვის სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს განათლების მიღებას. კესო ედსამფიშის დირექტორია. ედსამფიში არის გლობალური ქსელის, დენცუს აფილირებული სააგენტო საქართველოში. კომპანია 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მისი სერვისები მოიცავს სატელევიზიო, ციფრული, რადიო, ბეჭდური მედიისა და გარე რეკლამის დაგეგმვას, განთავსებას, მონიტორინგისა და რეპორტინგის. ედსამფიში ემსახურება ისეთ მსხვილ კლიენტებს, როგორებიც არიან ნესტლე, ლორეალი, მასტერქარდი, ფერერო, მონდელეზი, სხვადასხვა დიპლომატიური წარმომადგენლობები და სხვ.

კესოს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მედიის სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია მედია შესყიდვები, რაც მოიცავს სატელევიზიო არხებთან და სხვა მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოებას, ფასებისა და პირობების შეთანხმებას, ოპტიმალური მედია მიქსის აწყობასა და დაგეგმვას, კლიენტის მიზნებთან თანხვედრით. 2023 წლიდან, პარტნიორებთან ერთად არის სტარტაპ „ჰოლოვო“ს დამფუძნებელი. სტარტაპი აქცენტირებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე მარკეტინგში და მუშაობს ისეთ AI პლატფორმებსა და სოლუშენებზე, რომელიც გააუმჯობესებს მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობასა და გაზომვადობას.

ნინო დოლიძე - საარჩევნო საკითხების ექსპერტი, 18 წლიანი სამუშაო გამოცდილებით დემოკრატიული განვითარების, საარჩევნო პროცესების ხელშეწყობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით.

2021-2025 წლებში ნინო ხელმძღვანელობდა ქართულ არჩევნებზე დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციას - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). „სამართლიან არჩევნებამდე“, 8 წლის განმავლობაში, მუშაობდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) არჩევნების, პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისა და საარჩევნო კამპანიების მიმართულებით. კარიერის განმავლობაში, ნინოს ეჭირა წამყვანი პოზიციები სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, და მართავდა პროექტებს, რომლებიც მიმართული იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, ის არის ლექტორი პოლიტიკური კამპანიებისა და პარტიული განვითარების მიმართულებით. 

ნინოს განხორციელებული აქვს 20-ზე მეტი ეროვნული არჩევნების მონიტორინგი როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მისი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოიცავდა ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, როგორიცაა - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ENEMO, EPDE და სხვა.

ნინო ფლობს საჯარო პოლიტიკის მართვისა და ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომს. ის არის იელის უნივერსიტეტის ქალთა კამპანიის სკოლის კურსდამთავრებული. ასევე, მაკკეინის ინსტიტუტის 2022 წლის გლობალური ლიდერობის პროგრამის მონაწილე.

ლადო რაზმაძე -  საერთაშორისო პროგრამების მართვის 25-წლიანი გამოცდილებით. 2019-2024 წლებში ლადო იკავებდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილის პოზიციას, სადაც ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ პროგრამებს, ახალგაზრდულ ინიციატივებს, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებსა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს. 2000 – 2019 წლებში, პოლიტიკური პროგრამების მენეჯერის რანგში, ჩართული იყო პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, სტრატეგიული დაგეგმვის, საარჩევნო სისტემების, პარტიული მშენებლობისა და მედია ურთიერთობების მიმართულებით კონსულტაციების გაწევით, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების წარმატებული კოორდინაცაში.

2018 წელს, დააფუძნა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სომხეთის წარმომადგენლობა, სადაც მისი ხელმძღვანელობით მოხდა ორგანიზაციის ინსტიტუციური ჩამოყალიბება და დაიწყო რეგიონთან შესაბამისი პროგრამების განხორციელება.

მნიშვნელოვან გამოცდილებას წარმოადგენს 15-ზე მეტი GOTV კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ორგანიზება და მართვა, ქართულ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობა; ასევე ურთიერთობების გაღრმავება ადგილობრივ თვითმმართველობებთან რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

ლადო ფლობს სამართალმცოდნეობის ხარისხს, ის არის ვაშინგტონის „მომავლის კანდიდატების სკოლის“ კურსდამთავრებული და მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საპარლამენტო გაცვლით პროგრამაში ლიტვასთან, უკრაინასა და პოლონეთთან, გერმანიაში და აშშ-ში.

პროგრამის ღირებულება: 1000 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება ერთჯერადად, პროგრამის დაწყებამდე 3 დღით ადრე. 

ფასდაკლების სისტემა

პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს. 

ინდივიდუალური ფასდაკლება:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

გადახდა:

გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2025 წლის  9 ივლისი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

სწავლა დაიწყება 2025 წლის 12 ივლისიდან. 

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება

*სასურველია: ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება

ჟანა ანთია

ხელძღვანელი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) 

მის: მარი ბროსეს 2

ელ-ფოსტა: zh.antia@gipa.ge

მობ: +995 595 59 23 01