კომუნიკაციის ფსიქოლოგია და ინტერპერსონალური ურთიერთობები

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას ზურაბ მხეიძის საავტორო, სასერტიფიკატო პროგრამაზე, კომუნიკაციის ფსიქოლოგია და ინტერპერსონალური ურთიერთობები.

გთავაზობთ უნიკალურ პროგრამას, რომლის გავლის შემდეგ, სრული წარმოდგენა გექნებათ კომუნიკაციაზე, როგორც პროცესზე. მიღებული ცოდნა განგივითარებთ საკუთარი თავის რწმენის და კრიტიკული შეფასების უნარს. აგრეთვე, გახდის თქვენს ქმედებებს შედეგზე ორიენტირებულს. გარდა ამისა, პროგრამა მოიცავს სოციალურ გარემოში ტრადიცულად არსებული ურთიერთობების ყველა ტიპს, როგორც საქმიანს, ასევე პირად ურთიერთობებს. თქვენ გაეცნობით ყველა იმ კანონზომიერებას, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთობის სპეციფიკასთან.

ზურაბ მხეიძე - ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით (+30 წელი) და +25 წლიანი ტრენინგების ჩატარების და კონსულტირების გამოცდილება. მუშაობდა სხვადასხვა კერძო ორგანიზაციის ხარისხის და ადამიანური რესურების მართვის დეპარტამენტში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის ანალიტიკურ დეპარტამენტში. განხორციელებული აქვს +10 კვლევა ფსიქოლოგიის მიმართულებით. არის სოციალური ფსიქოლოგიის ასპირანტი და გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები იენის, ვილნიუსის და ტარტუს უნივერსიტეტებში.

სწავლის ხანგრძლივობა: 14 კვირა. სწავლა დაიწყება 2018 წლის 29 სექტემბერს.

ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, შაბათობით 15:00-დან 18:00 საათამდე.

კურსის მოცულობა: 42 საათი

სწავლების ენა: ქართული

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 24 სექტემბერი.

საბუთების მიღების შემდეგ, 25 სექტემბერს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმი:

მოტივაცია

პროგრამის ღირებულება: 1100 ლარი

გადახდის გრაფიკი:

თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად.

I ეტაპი – 800 ლარი – 2018 წლის 6 ოქტომბერი

II ეტაპი – 300 ლარი – 2018 წლის 10 ნოემბერი

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
  2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

  1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
  2. ოთხი თანამშრომელი – 15%
  3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გთხოვთ, გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კომუნიკაციის ფსიქოლოგიის და ინტერპერსონალური ურთიერთობების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:

  • ფინალურ გამოცდაში დადებითი შეფასების მიღება.

მსმენელების ცოდნა შეფასდება ლექტორის მიერ შემუშავებული განსაკუთრებული მიდგომის საფუძველზე, რომელსაც მონაწილეები გაეცნობიან პირველ შეხვედრაზე.

ნინო ქოჩიაშვილი

სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული. 0108, თბილისი 
ელფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86

ლექტორები

ზურაბ მხეიძე

ზურაბ მხეიძე

დაგვიკავშირდით

  • მარი ბროსეს 2, მესამე სართული. 0108, თბილისი
  • +995 599 77 86 86
  • n.kochiashvili@gipa.ge