კომუნიკაცია და ქცევის დიზაინი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას თინათინ სტამბოლიშვილისა და ალექსანდრე გაბუნიას საავტორო, სასერტიფიკატო პროგრამაზე, კომუნიკაცია და ქცევის დიზაინი. 

საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ პროგრამას, რომელიც დაფუძნებულია უახლეს მიგნებებზე ბიჰევიორისტულ ეკონომიკაში (behavioral insights) და აღქმის ფილოსოფიაში. მონაწილეები გაეცნობიან მეთოდოლოგიას, რომელიც შემუშავებულია აღნიშნულ მიგნებებზე დაყრნობით და დღეს ფართოდ გამოიყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მარკეტინგი, კომუნიკაცია, ადამიანური რესურსების მართვა, ციფრული ტექნოლოგიების მართვა, მომხმარებელთა გამოცდილების მართვა (UX/UI დიზაინი), ინოვაციების მართვა და ა.შ.

პროგრამა განკუთვნილია:

ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს ცვლილების ფსიქოლოგია, როგორ შეიძლება ქცევის მეცნიერების და აღქმის ფილოსოფიის გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში, მენეჯმენტში, მარკეტინგში ან სტრატეგიულ კომუნიკაცაში.

მათთვის, ვისი საქმიანობაც მოიცავს ადამიანების დარწმუნებას, მათ განვითარებას და უკეთესობისკენ ცვლილებას.

ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ დასაქმება ან/და დასაქმებულები არიან ისეთ სფეროებში, როგორიცაა:

  • სტრატეგიული კომუნიკაცია;
  • მარკეტინგული კომუნიკაციის კამპანიები;
  • ადვოკატირების ან სოციალური კამპანიების მენეჯმენტი;
  • რეკრუტმენტი, ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
  • მომხმარებელთა გამოცდილების მართვა (CX და UX);
  • პროდუქტის განვითარება.

პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ, თუ როგორ უნდა მაოხდინონ სამიზნე აუდიტორიის ქცევის ანალიზი (behavior mapping) და შეიმუშავონ საუკეთესო სტრუქტურა, საკომუნიკაციო სტრატეგია ან მიდგომა, რომ გავლენა მოახდინონ სამიზნე აუდიტორიის ქცევასა და დამოკიდებულებებზე. 

    მოდული 1: აღქმის ფილოსოფია - ალექსანდრე გაბუნია

    მოდულის მიზანია აღქმის ფილოსოფიის ფუნდამენტური ცნებების, ადამიანის აზროვნების და შემეცნების კულტურული, ცნობიერი და ქვეცნობიერი შრეების მიმოხილვა.

    I - კულტურული პატერნი და გონებრივი დაპროგრამება

    • აღქმისა და აზროვნების მოდელები
    • გენეტიკური მახსოვრობა / ქცევის გენეტიკა
    • გონების პროექცია / ინტერპრეტაციის პრობლემა
    • თვალი და გონება

    II - ილუზიის ფილოსოფია

    • აღქმისა და შემეცნების ურთიერთმიმართების პრობლემა
    • ეპისტემოლოგია
    • ცნობიერი და ქვეცნობიერი აღქმა
    • განწყობა VS განცდა
    • ფორმისა და შინაარსის ურთიერთმიმართება
    • შებრუნებული პერსპექტივის ფილოსოფია
    • Recollection & Holography

    III - ვიზუალური აღქმის ფილოსოფია

    • Tabula Rasa
    • ვიზუალური კომუნიკაცია
    • ვიზუალის ანატომია
    • ვიზუალური კომუნიკაციის ევოლუცია
    • დიქტატორები და ვიზუალური კომუნიკაცია
    • ხედვის სამი ფორმა / Blepo, Theoreo & Eiden 
    • დრო, სივრცე, მასა - დეპრივაცია / ტრანსპოზიციის პრობლემა

    IV - Visual Speechwriting & Visual Storytelling

    • ტრანსცენდენტული იმპულსი
    • კრეაციის კომპლექსი
    • სიმბოლო და მეტაფორა
    • ვიზუალური შემეცნების ონტოლოგია
    • დრამატურგია
    • Direct & Non-Direct message
    • ვიზუალური თხრობის სპეციფიკა
    • Visual memory (Long Term – Short Term)

     V - ვიზუალის სტრატეგია და ფილოსოფია

    • პერსონაჟის, გარემოს, ეპოქის და ა.შ. შექმნის ფილსოფია / Philosophy of Identity
    • ქვეცნობიერი იმპულსი
    • ენა & განცდა
    • რელიგია (ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, ინდუიზმი, კონფუციანიზმი, დაისოზმი) და სტრატეგიული კომუნიკაცია
    • ე.წ. რბილი ძალა & ვიზუალური სტრატეგია / პროპაგანდა
    • მკვეთავი ხაზი
    • ფილოგრაფიკა ; შავი კვადრატი ; გამოსახულების ორი შრე

     I მოდულის გავლის შემდეგ გეცოდინებათ:

    • როგორ აღიქვამს ადამიანი სამყაროს და როგორ ახდენს ამ აღქმების ინტერპრეტირებას?
    • რას ვხედავთ და რას აღქვიქვამთ?
    • ქვეცნობიერ დონეზე როგორ ხდება ვიზუალური თუ შინაარსობრივი მასალის “გადამუშავება”
    • ტექსტი და ემოცია კომუნიკაციაში - სთორითელინგის სტრატეგიები
    • ვიზუალური სტრატეგიები

    II მოდული: ქცევის დიზიანი - ბიჰევიორისტული ეკონომიკა - თინათინ სტამბოლიშვილი

    მოდულის მიზანია ბიჰევიორისტული ეკონომიკის საფუძვლების და ქცევის შეცვლის (behavioral design) მეთოდოლოგიის გაცნობა:

    I - შესავალი - ქცევის დიზაინი

    • როგორ აზროვნებს ადამიანის ტვინი: ორი სისტემა
    • ირაციონალური ვს. რაციონალური განსჯა (judgment)
    • კოგნიტური შეცდომები და ქცევის პატერნები (heuristics and biases)

    II - გავლენის არქიტექტურა: ქცევის იდენტიფიცირება

    • სასურველი ქცევის პოტენციალი
    • კონტექსტის ანალიზი: ფიზიკური გარემო და სოციალური კონტექსტი (customer journey)
    • ინტერვიუს ტექნიკები (insights)
    • ბარიერების იდენტიფიცირება 

    III - გავლენის აქტიტექტურა: გამომწვევები (triggers) და უნარების შეფასება (ability)

    • მაღალი პოტენციის მომენტები
    • დარწმუნების 6 პრინციპი 

    IV - გავლენის არქიტექტურა: მოტივაცია

    • სოციალური გავლენა და სოციალური ვალუტა
    • დანაკარგი და მოგება
    • ფრეიმინგი 

      II მოდულის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ გააანალიზოთ კონტექსტი, პროცესი (Customer journey) და აღმოაჩინოთ საკვანძო მომენტები, რომელთა შეცვლა გავლენას მოახდენს სამიზნე აუდიტორიის გადაწყვეტილებებზე, დამოკიდებულებებზე და ქცევაზე.

      ვორქშოფი:

      • ინტერვენციის დაგეგმვა
      • პროტორაიპინგი
      • პრეზენტაციის სტრატეგიები
      • პროექტის პრეზენტაცია

      პროგრამა დასრულდება 1 დღიანი გასვლითი ვორქშოფით, სადაც მონაწილეები იმუშავებენ რეალურ, ინდივიდუალურ პროექტზე, რომელიც გულისხმობს კომუნიკაციაში სასურველი შედეგის მიღების მიზნით, კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებას.

      პროგრამის განმახორციელებლები

      თინათინ სტამბოლიშვილი არის სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი, საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით. აგრეთვე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ის კითხულობს ლექციებს საზოგადოებასთან ურთიერთობაში, მარკეტინგში და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაში. არის ასევე ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - "ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება". 

      ამჯერად იგი გახლავთ საქართველოს წამყვანი სადაზღვეო კომპანიის "ჯიპიაი ჰოლდინგი" ("ვენის სადაზღვეო ჯგუფი") კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი. 

      მისი ინტერესისა და კვლევის სფეროა ადგილობრივი მედია ლანდშაფტი და მისი გავლენა სოციალურ და კომერციულ საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიაზე, ქცევის ცვლილების მოდელები და სოციალური კამპანიები, კომუნიკაციის როლი სტრატეგიულ მენეჯმენტში, მომხმარებელთა გამოცდილების მართვა, მდგრადი განვითარება და კომუნიკაციის როლი.

      ალექსანდრე გაბუნია

      ვიზუალური სტარტეგი, KU Leuven-ის მკვლევარი მაგისტრი

      ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის ლექტორი

      თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის საწარმოო შემოქმედებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლექტორი

      რეჟისორი - სტუდია Cinemani Films დამფუძნებელი, დოკუმენტალისტი, სარეკლამო რგოლების ავტორი 

      მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტის "ალტერბრიჯი" აფელირებული, ასოცირებული პროფესორი/ვიზუალური კომუნიკაცია, კომუნიკაციის ფილოსოფია

      ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის "გაუ", პიარ სკოლის ლექტორი

      სწავლის ხანგრძლივობა: 6 კვირა. სწავლა დაიწყება 2021 წლის 25 ოქტომბერი.

      ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის პირველ ან მეორე ნახევარში.

      სწავლების ენა: ქართული

      სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

      ამ ეტაპზე, პროგრამაზე მიღება შეჩერებულია.

      შერჩევის კრიტერიუმები:

      • მოტივაცია
      • კომუნიკაციის უნარი

      სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

      პროგრამის ღირებულება: 2000 ლარი

      გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

      I ეტაპი – 1400 ლარი – 2021 წლის 1 ნოემბერი

      II ეტაპი – 600 ლარი – 2021 წლის 22 ნოემბერი

      პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

      • GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
      • ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

      კორპორატიული ფასდაკლება

      ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

      • ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
      • ოთხი თანამშრომელი – 15%
      • ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

      პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით.

      თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

      საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

      მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

      ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

      გთხოვთ, გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

      სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. 

      მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:

      • ფინალური, ინდივიდუალური პროექტის მომზადება და წარდგენა.

      საკონტაქტო ინფორმაცია:

      საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

      სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

      მისამართი: ფანჯიკიძის #1

      ელ-ფოსტა: trainings@gipa.ge

      დაგვიკავშირდით