გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა შექმნილია პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიისა (თსა) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) ძლიერი მხარეების გაერთიანებით.
მაგისტრანტებს შესაძლებლობა ექნებათ თანაბრად ისარგებლონ ორივე ინსტიტუციის როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით, ასევე გაცვლითი პროგრამებით და მხადამჭერი სერვისებით.
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის კურსების განმახორციელებელი აკადემიური და მოწვეული პერსონალი წარმოდგენილია სტატისტიკის, ეპიდემიოლოგიის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბევრი სხვა მიმართულების ექსპერტებით.
განმახორციელებელი აკადემიური პერსონალის უმეტესობას აქვს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში ჩარევების შემუშავების, მართვის, განხორციელებისა და შეფასების დიდი გამოცდილება.
პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ უპასუხონ სფეროს დინამიურ მოთხოვნებს და საკუთარი წვლილი შეიტანონ დარგის განვითარებაში.
პროგრამაზე მიღება დაიწყება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების შემდგომ, ამჟამად პროგრმა აკრედიტაციის პროცესშია.
პროგრამის აღწერილობა: კურიკულუმი
შიდა საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდა: იხ. ფაილი
ინგლისური ენის გამოცდა: იხ. ფაილი