ფეხბურთის მენეჯმენტი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.

პროგრამის მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება.

პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისთვის.

 

    • მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა

    v  ფეხბურთი - თამაში და სპორტის სახეობა

    v  მსოფლიო ფეხბურთის პირამიდა და ევროპული ფეხბურთის ღირებულებები

    v  ეროვნული ფედერაციების შიდა პირამიდული სტრუქტურა

    v  მარეგულირებელი დოკუმენტები

    v  ფეხბურთი, როგორც სიცოხლისუნარიანი მდგრადი ბიზნესი

    • სტრატეგიული მართვა

    v  სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება

    v  ბიზნეს მოდელი და ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიობის უზრუნველყოფა

    v  ეფექტიანობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება

     


    • ოპერაციული მართვა  

    v  მოტივაციის კონცეფცია

    v  წახალისება/ბონუსები/პრემიები

    v  ორგანიზაციული სტრუქტურა

    v  ძირითადი ფინანსური დოკუმენტები, ფინანსური მაჩვენებლები და ფინანსური ოპერაციები

    v  სერვისების შემუშავება და ორგანიზება


    • მარკეტინგი და სპონსორობა

    v  დაინტერესებული მხარეების ღირებულებები და ინტერესები (სპონსორები, მომხმარებლები, სპორტსმენები)

    v  ბრენდინგი

    v  ორგანიზაციის პრომოუშენი


     

    • მედია და საზოგადობასთან ურთიერთობა

    v  საკომუნიკაციო არხები

    v  აქტივობების პიარი და გავლენა სტრატეგიულ პიარზე

    v  კრიზისული სიტუაციების მართვა

    v  რეპუტაციის მართვა


     

    • სტადიონები და ღონისძიებების მართვა

    v  ღონისძიების მენეჯმენტი

    v  სტადიონების ინფრასტრუქტურა და მისი მოვლა

    v  უსაფრთხოების ნორმები და წესრიგის დაცვა

     

     სწავლის ხანგრძლივობა: 5 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში 1-2 სრული დღის განმავლობაში, 10:00-დან 18:00-მდე.

    კურსის მოცულობა: 60 საათი

    სწავლების ენაქართული (ყველა მასალა იქნება წარმოდგენილი ქართულ ენაზე).

    იხილეთ თანდართული პროგრამის დეტალური განრიგი.

    სერტიფიკატი

    პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

    სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი რომელიმე უწყების განვითარების ინდივიდუალური გეგმა / პროექტი. მნიშვნელოვანია მონაწილეების სრული დასწრება პროგრამაზე. ერთზე მეტი მოდულის გაცდენის შემთხვევაში (სრული ან ნაწილობრივი), სერტიფიკატი არ გაიცემა.

    მისაღები პროცედურები 

    მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები: სასურველია, მონაწილეებს ჰქონდეთ მყარი მოტივაცია, ორგანიზატორული უნარები, გამოირჩეოდნენ ინიციატივებით და ჰქონდეთ კომუნიკაციის და კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარი.

    რეგისტრაცია: სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაციის ფორმა. კანდიდატებმა იქვე უნდა ატვირთონ პირადობის მოწმობის ასლი და ნდობის წერილი სფფ-ის იურისდიქციაში შემავალი ორგანიზაციიდან, რომლის შესახებაც წარმოადგენს საბოლოო პროექტს.

    თანდართულ ნდობის წერილში, კერძოდ, სფფ-ის იურისდიქციაში შემავალი ორგანიზაციის უფლებამოსილმა პირმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ განმცხადებელს მიეცემა წვდომა ორგანიზაციის ინფორმაციაზე (მათ შორის, ფინანსური, იურიდიული და ა.შ.), რომელიც საჭირო იქნება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საბოლოო პროექტის მოსამზადებლად. იხილეთ თანდართული ნდობის წერილის შაბლონი.

    განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 2 თებერვალი. სწავლა დაიწყება 2018 წლის 13 მარტიდან.

    განაცხადების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან. გასაუბრება ჩატარდება 14-დან 23 თებერვლამდე, რაზედაც კანდიდატები ინფორმირებულნი იქნებიან ელ-ფოსტით.

    მონაწილეების საბოლოო სია გამოქვეყნდება 2018 წლის 1 მარტს.

    პროგრამის სრული საფასური დაფინანსებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ.

    ინფორმაცია ტრენერების შესახებ

    ტრენინგს გაუძღვებიან GIPA-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინსტრუქტორები:

     


    ნიკოლოზ აბუაშვილი - GIPA – PhD, ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი გამოცდილება. რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული, ზედა რგოლის მენეჯერობითა და კონსულტანტობით დამთავრებული, მას უმუშავია კერძო და საჯარო ორგანიზაციების ფართო წრესთან, როგორებიც არიან ბანკები („თიბისი ბანკი“, „სახალხო ბანკი“ და სხვა), ინფრასტრუქტურული კომპანიები (საქართველოს რკინიგზა, ბათუმისა და ფოთის პორტები), მწარმოებლები (ლუდსახარშები „ლომისი“ და „ნატახტარი“), სამთავრობო და საერთაშორისო ინსტიტუტები (GEPA, GTZ, KfW, TACIS, მსოფლიო ბანკი) და სხვა ორგანიზაციები სხვადასხვა სექტორიდან.

    1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი.

    მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება.  


    გიორგი თურქია - GIPA - PhD, აქვს ბიზნეს მენეჯმენტის სექტორში ლექციების წაკითხვის 20+ წლიანი გამოცდილება. 17 წელია არის ექსპერტი ბიზნესის დაგეგმარების და მენეჯმენტის საკითხებში და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, წიგნის „ბიზნესის საფუძვლები“ და „ბიზნესი“ თანაავტორი.


    ბაქარ ჟორდანია (სფფ) – სფფ-ის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი, უეფას მატჩების დელეგატი.

    სწავლობდა გამოყენებითი მათემატიკის და კიბერნეტიკის ფაკულტეტზე (МГУ, თსუ), რომელიც დაამთავრა 1994წ. 2011-20123 წლებში ლოზანის უნივერსიტეტში წარმატებით გაიარა UEFA-ს სასერტიფიკატო, ხოლო შემდგომ სადიპლომო პროგრამა ფეხბურთის მენეჯმენტში (UEFA Diploma in Football Management – University of Lausanne). 1995 წლიდან მუშაობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. იყო სხვადასხვა პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი. 2007 წლიდან ხელმძღვანელობს ფეხბურთის კლუბების ლიცენზირებას. არის უეფას მატჩების დელეგატი. რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო საფეხბურთო კონფერენციებში, ასევე მიწვეული ლექტორის სტატუსით მონაწილეობს ევროპული სპორტული/საფეხბურთო ინსტიტუტების სასწავლო პროგრამებში.


    ქეთევან გოლიაძე (სფფ) – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

    2011 წელს დაასრულა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 2013 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში კერძო სამართლის განხრით. 2015 წელს დაასრულა მალტის ოფიციალური წარმომადგენლობის სასერტიფიკატო კურსი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. 2011-2013წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთვარი სპეციალისტი. სხვადასხვა წლებში კერძო სექტორში იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.


    ნიკოლოზ ჯღარკავა (სფფ) – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, უეფას მასობრივი ფეხბურთის განვითარების კომიტეტის წევრი, უეფას დელეგატი.

    დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. აქვს განათლება ზოგად მენეჯმენტში (GIPA). 2015 წელს წარჩინებით დაასრულა UEFA-ს საფეხბურთო მენეჯმენტის პროგრამა (UEFA Certificate in Football Management – University of Lausanne). 2006-2015 წლებში მუშაობდა „დინამო თბილისში“ სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის 2011-15 წლებში იყო ჯერ „დინამო არენას“, ხოლო შემდეგ - ფეხბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ დირექტორი. 2015 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად და არის ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი. აქვს მაღალი რანგის საფეხბურთო ღონისძიებების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.


    ირაკლი ნაკაიძე (სფფ) – სფფ-ის სპორტული ღონისძიებების მენეჯერი, უეფას მატჩების დელეგატი.

    1998 – 2002წწ. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2015 წელს წარმატებით გაიარა UEFA-ს საფეხბურთო მენეჯმენტის პროგრამა (UEFA Certificate in Football Management – University of Lausanne). 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2007 წლიდან ჩართულია სფფ-ის სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში. რეგულარულად მონაწილეობს უეფას თუ ფეხბურთის მმართველი სხვა ორგანოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. 2010 წლიდან არის უეფას მატჩების დელეგატი და უეფას სერტიფიცირებული მატჩების მენეჯერი.

    დამატებითი კითხვებისათვის, გთხოვთ, მოგვმართეთ

    ზურაბ აბზიანიძე

    საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

    მობ: 595042424

    Mail: z.abzianidze@gff.ge  ან football@gipa.ge

     

    დაგვიკავშირდით