მედია ინჟინერია

სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი:

  • რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ დარგში
  • რომელმაც გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარი და აირჩია: B ტესტი
  • რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში
  • რომელიც ჩააბარებს ინგლისური ენის ტესტს - (ნიმუში)

სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა
  • ფოტოსურათ 3X4-ზე
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი

საბუთების მიღების პროცედურა

სამაგისტრო პროგრამაზე საბუთები მიღება გრძელდება 14 აგვისტოდან - 7 სექტემბრის ჩათვლით, 12:00-დან 19:00 საათამდე.

მისამართი: თბილისი, ბროსეს ქუჩა #2, მე-3 სართული.

პროგრამის კოორდინატორი

თამთა თვალავაძე

მობ: 598 23 75 79

პროგრამის დეველოპერი

შოთა იორამიშვილი

ტელ.: 555 20 40 80

მედია:
ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის არხი ან მოწყობილობა.

ინჟინერია:
ინჟინერი - ტექნიკური დარგის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია სამეცნიერო ცოდნისა და გამომგონებლური უნარების დახმარებით ტექნიკური პრობლემები გადაჭრას.

კურსის მსვლელობისას სტუდენტები იმუშავებენ შემდეგ პროგრამულ პროდუქტებთან:

  • Microsoft .NET;
  • HTML, CSS, JavaScript;
  • MS SQL;
  • JAVA for Android;

სტუდენტები იმუშავებენ პროგრამულ კოდთან და შექმნიან კონკრეტულ პროდუქტებს (ვებ პორტალი, ვებ სერვისი, მობილური აპლიკაცია) ასევე შეისწავლიან პროგრამულ პროდუქტებთან დაკავშირებული პროექტების მართვას.

შესავალი

ყველასთვის ნათელია, რომ უცხო ენის ცოდნა ბევრ რამეში შეიძლება გამოადგეს ადამიანს, პირველ რიგში კი კარიერულ წინსვლაში. ზოგიერთი პროფესიის ადამიანისათვის რამდენიმე უცხო ენის ცოდნა სამსახურეობრივ აუცილებლობასაც კი წარმოადგენს. დღეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი უამრავ ინგლისურ ტერმინს ვიყენებთ, ენის საფუძვლიანი ცოდნა კი ასეთი ტერმინებით ოპერირებას აადვილებს. იგივე ინგლისური დღეს ფაქტობრივად საერთაშორისო საკომუნიკაციო ენაა. ზოგი თვლის, რომ დროა ჩინური ენის სწავლა დავიწყოთ, ვინაიდან ახლო მომავალში ჩინურ ენას ისეთივე დიდი გამოყენება ექნება, როგორიც დღეს ინგლისურს აქვს.

მაგრამ, იქნებ, დღეს ყველაზე მეტად კომპიუტერული ენების, უფრო სწორად კი კომპიუტერულ კოდთან მუშაობის (coding) შესწავლის დროა? იმ საქმის დიდი ნაწილს, რომელსაც წარსულში ადამიანი აკეთებდა, დღეს კომპიუტერი ასრულებს. გამოთვლებს კომპიუტერების ეპოქაში ჩვენ მაგივრად კომპიუტერები აკეთებენ. სავარაუდოდ ის, რაშიც დღეს ადამიანების დახმარება გვჭირდება, მომავალში კომპიუტერების საზრუნავი იქნება. დიდი ხანია აზრი დაკარგა კომპიუტერთან მუშაობის შემსწავლელმა კურსებმა, დღეს კომპიუტერთან, კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობას ადამიანი პატარაობიდანვე, სიარულისა და ლაპარაკის პარალელურად სწავლობს. კომპიუტერულ კოდთან მუშაობა კი არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის, არადა ამგვარი ცოდნის მქონე ადამიანებზე დღეს მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა.

პროგრამირების, კოდინგის, შესწავლა უცხო ენის შესწავლას ადარებენ ხოლმე. რა თქმა უნდა ფილოლოგს ენის შესწავლისას გარკვეული უპირატესობა გააჩნია ვინაიდან მას ენებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ანალოგიური სიტუაციაა პროგრამირების, კოდინგის შემთხვევაში. ტექნიკური ცოდნის მქონე ადამიანს გაუადვილდება პროგრამირების შესწავლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა პროფესიის ადამიანი სურვილის შემთხვევაში ვერ შეძლებს პროგრამულ კოდთან მუშაობას.

ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი

კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც არ გააჩნია საბაზისო ცოდნა პროგრამირების მიმართულებით, მაგარმ მომავალში სურს თავად შექმნას პროგრამული პროდუქტები ან მართოს პროგრამული კოდის შექმნასთან (ვებგვერდის, ვებპორტალის ან მობილური აპლიკაციის შექმნასთან) დაკავშირებული პროექტები. შესაბამისად კურსზე მისაღებად არ არის გათვალისწინებული პრერეკვიზიტები.

სასწავლო კურსის ფორმატი

მედია ინჟინერიის კურსის ლექტორებს დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. ისინი ეხლაც მოქმედი დამოუკიდებელი დეველოპერები ან სხვადასხვა წამყვანი ICT კომპანიების თანამშრომლები არიან. შესაბამისად, ლექციების მსვლელობისას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პრაქტიკულ სამუშაოებს და სტუდენტების პროექტების განხორციელებას. გამოყენებული იქნება სწავლის მეთოდი - „სწავლა კეთებით“. სწორედ ამიტომ, მსმენელები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულად დაეუფლებიან უახლეს ტექნოლოგიებს.

რას მიიღებენ სტუდენტები კურსის დასრულებისას

ამ კურსის დამთავრებისას სტუდენტებს ექნებათ არჩევანი დაიწყონ მუშაობა რომელიმე კომპანიაში an თავად შექმნან ონლაინ რესურსი, პროგრამული პროდუქტი, რომელიც მათი ძირითადი სამსახური იქნება. ან კი ინდივიდუალური შეკვეთების სახით სხვას დაუმზადონ მაღალტექნოლოგიური ICT პროდუქტი.

კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ:

  • საკუთარი ონლაინ რესურსების შექმნა, დაპროგრამება სხვადასხვა ონლაინ სერვისების - API (აპლიკაციების ინტერფეისის) გამოყენებით: ვებგვერდი, ვებ სერვისი, ვებ პორტალი;
  • ნებისმიერი სახის მულტიმედია პროექტის განხორციელება: კროსმედია აპლიკაციები და ინტერნეტ რესურსები;
  • დეველოპერული პროექტის კონცეფციის შემუშავება, პროგრამირების პროცესის მართვა და გაკონტროლება: ვებგვერდის, კომპიუტერული პროგრამის, მობილური აპლიკაციის დაპროექტება და შექმნის პროცესის მართვა;
  • ნებისმიერი პროგრამის, აპლიკაციის თუ ვებ რესურსისათვის ინტერფეისის შემუშავება ან დიზაინერის სამუშაოს კოორდინირება;
  • აპლიკაციების შექმნა კომპიუტერისა და სხვადასხვა მოწყობილობისათვის: ანდროიდ მოწყობილობები: ტაბლეტი, სმარტფონები;
  • სტუდენტებს ეცოდინებათ თუ რა ტექნოლოგიების გამოყენებით იქმნება სხვადასხვა აპლიკაციები ვების, სოციალური ქსელებისა და მობილური მოწყობილობებისათვის;
  • კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ სხვადასხვა ცნობილი მეთოდოლოგია იდეის ჩამოყალიბების, პროექტის დაგეგმვის, მართვისა და შედეგების შეფასებისა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სწავლების აკადემიური ხარისხი: მაგისტრი;
  • სწავლების ენა: ქართული;
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი;
  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება.

საკონტაქტო პირები

პროგრამის ხელმძღვანელი
ნუგზარ ამილახვარი
ელ. ფოსტა: N.Amilakhvari@gipa.ge 
მედია ინჟინერიის პროგრამის დეველოპერი
შოთა იორამიშვილი

მობ: (+995) 555 20 40 80

ელ. ფოსტა:  Shota.Ioramashvili@gipa.ge  

თამთა თვალავაძე

ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: tamta.tvalavadze@gipa.ge

მობ: +995 598 23 75 79

სწავლის ღირებულება :

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3800 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 4 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).  პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

დაფინანსება/ GIPA-ს შიდა  სტიპენდია :

მედია ინჟინერიის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის ჯამური ღირებულება 7600 ლარს შეადგენს. სწავლის დაფინანსებისათვის, გარდა სახელმწიფო გრანტისა (2250 ლარი), აღნიშნული პროგრამა, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს   GIPA-ს  თანადაფინასება. სამაგისტრო პროგრამის პირველი სასწავლო წლის, ორი საკუკეთესო GPA-ის მქონე სტუდენტს სრულად აუნაზღაურებს მომდევნო წლის სწავლის საფასურს. 

სწავლის დაფინანსების  ვარიანტები:

მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების
შემთხვევაში

7600-4500=3100, გადასახდელი
თანხა - 3100 ლარი

სახ-ო გრანტის მოპოვების გარეშე

7600

პროექტი სოციალური სტატუსის მქონე პირთათვის

GIPA და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთობლივ სოციალურ პროექტს იწყებენ. პროექტის მიზანი სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი წახალისება და სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობაა. ამ მიზნით, ქვემოთ მოცემული სოციალური ჯგუფებიდან შერჩეულ სტუდენტებს ნაწილობრივ ან მთლიანად დაუფინანსდებათ  სწავლის საფასური, რაც სამომავლოდ, მათ საშუალებას მისცემთ მოახდინონ მიღებული ცოდნის რეალიზება და საზოგადოებრივ აქტივობებში ინტეგრირება. 

დაფინანსება შეეხებათ პირებს, რომლებმაც ჩააბარეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდები და სარგებლობენ შემდეგი სოციალური სტატუსით:

ა) სოციალურად დაუცველი;

სოციალურად დაუცველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის უნივერსიტეტში წარმოდგენამდე არაუადრეს 2 თვისა;

ბ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი;

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს მოქალაქის მოწმობასთან ერთად, საქართველოში ეროვნული უმცირესობების კომპაქტურად განსახლების მუნიციპალიტეტებში, ბოლო 5 წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი);

გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე;

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა უნდა წარმოადგინონ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა №50/II (ასლი);

დ) იძულებით გადაადგილებული;

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა;

ე) ქართული ეთნიკური წარმოშობის (ლაზები, დეპორტირებული მესხები, ფერეიდნელი ქართველები და სხვა) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც თავს მიიჩნევენ ქართული ეთნიკური წარმოშობის მქონედ და აქვთ ქართული გვარი ან ქართული ლინგვისტური იდენტობა;

ქართული ეთნიკური წარმოშობის (ლაზებმა, დეპორტირებულმა მესხებმა, ფერეიდნელმა ქართველებმა და სხვა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლები თავს მიიჩნევენ ქართული ეთნიკური წარმოშობის მქონედ და აქვთ ქართული გვარი ან ქართული ლინგვისტური იდენტობა უნდა წარმოადგინონ პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და უცხოეთში მცხოვრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, თანამემამულის სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს მოქალაქის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;

ზ) მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები;

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრული რომელიმე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) მრავალშვილიანი ოჯახების წევრები;

მრავალშვილიანი ოჯახების წევრებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ან რაიმე სახის სხვა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება 5 ან მეტი დის, ძმის ან და-ძმის ყოლის ფაქტი.

ი) ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გარდაცვლილ პირთა შვილი/ოჯახის წევრი.

ტერიტიურილი მთლიანობის დაცვისთვის დაღუპულ პირთა შვილებმა/ოჯახის წევრებმა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რობლითაც დასტურდება ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ პირთან ოჯახური კავშირი.

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

იხილეთ მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი

დაგვიკავშირდით