საჯარო პოლიტიკა

საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა შექმნილია სხვადასხვა საჯარო, კერძო, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ მიიღონ ხარისხიანი განათლება საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებით, გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და შეიძინონ კარიერული წინსვლისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. საჭიროებათა შესწავლის საფუძველზე შექმნილი კურიკულუმი საშუალებას აძლევს კურსის მსმენელებს შეისწავლონ საჯარო პოლიტიკის განვითარება და ანალიზი, დაეუფლონ კვლევის თანამედროვე სტანდარტებს, გაეცნონ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს და გაიზიარონ დასავლეთის წარმატებული ქვეყნების საერთაშორისო გამოცდილება.


საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ:

  • საღამოს სწავლებას, დასაქმებული ადამიანებისთვის ინგლისურ და ქართულ ენებზე;
  • კვალიფიციურ პროფესურას კონცენტრაციებს: ეკონომიკის, კულტურის, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით;
  • ახალი კონტაქტების შეძენას პროფესიული საქმიანობისთვის;

საჯარო პოლიტიკის კურსდამთავრებულები დასაქმებულნი არიან ისეთი ცნობილი ორგანიცაზიების წამყვან პოზიციებზე როგორიცა ეროვნული ბანკისაერთაშორისო სავალუტო ფონდიამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომსოფლო ბანკი და ა.შ.

მიზანი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, მმართველობის სკოლის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი საჯარო მმართველობის სპეციალისტების ჩამოყალიბება.

ასევე პროგრამის მიზანია, მსურველებს მისცეს საშუალება სიღმისეულად შეისწავლონ საჯარო პოლიტიკის მიმართულებები და ძირითადი პრინციპები, საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო მმართველობის ძირითადი თეორიები და მოახდინონ მათი ანალიზი, დაეუფლონ კვლევის თანამედროვე სტანდარტებს, გაეცნონ  საჯარო პოლიტიკის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს და გაიზიარონ დასავლეთის წარმატებული ქვეყნების საერთაშორისო გამოცდილება, რაც აუცილებელია საჯარო სექტორში დასაქმებისა და კარიერული წინსვლისათვის.

სამაგისტრო პროგრამა საჯარო პოლიტიკაში ისეა აგებული, რომ მაქსიმალურად სრულყოფილი საფუძველი მისცეს მომავალ მაგისტრს საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის ინტერდისციპლინარულ ხასიათზე, მის კავშირზე სხვა სოციალურ მეცნიერებებთან, რაც მიიღწევა ეკონომიკური, იურიდიული და მმართველობითი მიდგომების კომბინირებით, ლიდერობისა და კომუნიკაციების ტრანსფერული უნარების გადაცემით და საკონცენტრაციო არჩევითი კურსების შეთავაზებით საჯარო პოლიტიკის ოთხ სფეროში (ჯანდაცვის პოლიტიკა, კულტურის პოლიტიკა, გარემოს დაცვის პოლიტიკა და ეკონომიკური პოლიტიკება). საჯარო მმართველობის ხარისხის მინიჭების საფუძველია პროგრამით განსაზღვრული საგნების წარმატებით გავლა და სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საჯარო მმართველობის მაგისტრი

საჯარო პოლიტიკის  სამაგისტო პროგრამის სასწავლო გეგმა
(არჩევითი და სავალდებულო საგნები) 

 

დამატებითი ინფორმაცია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საჯარო მმართველობის მაგისტრი

სწავლების საფეხური - მაგისტრატურა

პროგრამის მოცულობა - 120 კრედიტი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი

სასწავლო გრაფიკი - საღამოს სწავლება

 

  • I -II -III სემესტრი - ძირითადი და არჩევითი საგნები
  • IV სემესტრი - პოლიტიკის ლაბორატორია, დიპლომზე მუშაობა
  • ლექციები - სამუშაო დღეებში 19:00 – 22:00 საათამდე.

 

სწავლების ენა:

  • ინგლისური და ქართული;
  • ძირითადი სასწავლო მასალა ინგლისურ ენაზე;

 

პროგრამა შედგება შემდეგი საგნებისგან: 

 

 

სახელი და გვარი

სტატუსი

სასწავლო კურსი

1.         

არჩილ გერსამია

პროფესორი

· საჯარო სექტორის ეკონომიკა

· საჯარო ფინანსები

2.         

ნანა მაჭარაშვილი

პროფესორი

· საჯარო მმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობა

3.         

მარინე იოსელიანი

პროფესორი

· საჯარო გამოსვლები და ორგანიზაციული ეკონომიკა

4.         

ნანა მაჭარაშვილი

პროფესორი

· საჯარო პოლიტიკის ანალიზი

5.         

მარიამ სეხნიაშვილი

ასისტენტ პროფესორი

· აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები

6.         

ნინო ანთაძე

ასოცირებული პროფესორი

· აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები

7.         

თამარ კობერიძე

მოწვეული ლექტორი

· პოლიტიკური ლობიზმი და ადვოკატირება

8.         

თამარ ჟვანია

მოწვეული ლექტორი

· საარჩევნო ტექნოლოგიები და პოლიტიკური კვლევები

9.         

მაია ზავრიშვილი

ასისტენტი

· ეთიკა საჯარო სამსახურში

10.       

ჟანა ანთია

ასისტენტი

· სტატისტიკა საჯარო მოხელეებისათვის

11.       

ცისანა ხუნდაძე

ასოცირებული პროფესორი

· სტატისტიკა საჯარო მოხელეებისათვის

12.       

დავით ჯანდიერი

პროფესორი

· საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართალი

13.       

ლევან სამადაშვილი

მოწვეული ლექტორი

· საჯარო პროექტების შეფასება

14.       

ზვიად როგავა

მოწვეული ლექტორი

· საგადასახადო სამართალი

15.       

თინათინ ხიდაშელი

მოწვეული ლექტორი

· ლიდერობა

16.       

თეა ლოლაძე

მოწვეული ლექტორი

· რეგულირების გვლენის შეფასება

17.       

ნინო მირზიკაშვილი

მოწვეული ლექტორი

· ჯანდაცვის პოლიტიკა

18.       

ქეთევან გოგინაშვილი

მოწვეული ლექტორი

· ჯანდაცვის პოლიტიკა

19.       

ნინო კიკნაძე

მოწვეული ლექტორი

·  ჯანდაცვის პოლიტიკა

20.       

მარინა ჩოხელი

მოწვეული ლექტორი

·  ჯანდაცვის პოლიტიკა

21.       

ცირა ელისაშვილი

პროფესორი

· კულტურის პოლიტიკა

22.       

რუსუდან წურწუმია

ასოცირებული პროფესორი

· კულტურის პოლიტიკა

23.       

სულხან სალაძე

მოწვეული ლექტორი

· კულტურის პოლიტიკა

24.       

ქეთევან გუჯარაიძე

მოწვეული ლექტორი

· გარემოს დაცვის პოლიტიკა

25.       

თამარ გუგუშვილი

მოწვეული ლექტორი

· გარემოს დაცვის პოლიტიკა

26.       

გიორგი ბაქრაძე

მოწვეული ლექტორი

·  ეკონომიკური პოლიტიკა

27.       

ნიკოლოზ ჯანჯღავა

მოწვეული ლექტორი

·  სახელმწიფო რისკების მართვა

საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში და სურთ  გაიღრმავონ ცოდნა საჯარო პოლიტიკის მიმართულებით.

პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდები.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად 9 სექტემბრამდე.

》 ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა მაგისტრანტებისთვის

შიდა საუნივერსიტეტო პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

  • დოკუმენტაციის ანალიზი: ამ ეტაპზე ხდება უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული საერთო სააპლიკაციო ფორმის შევსება, რომელიც მოიცავს აპლიკანტის პროფესიული ბიოგრაფიის შეფასებას;
  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან, სადაც   შეფასდება აპლიკანტის ცოდნა და მოტივაცია.
  • შემოწმება ინგლისურ ენაში (B2 დონე). ინგლისური ენის დონე შემოწმდება გასაუბრების პროცესში ან აპლიკანტებს შეუძლიათ წარმოადგინონ TOEFL ან IELTS- ის შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი; 

 

 

ხელშეკრულების გაფორმება:

 

ჩარიცხული სტუდენტთან ხელშეკრულების გაფორმება მოხდება ელექტრონულად.

 

  

 

სწავლა დაიწყება 26 სექტემბერს.

შიდასაუნივერსიტეტი გამოცდის ქულების გადანაწილება:

 

გასაუბრება 100 ქულა

საბუთების მიღება

15 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით

 გასაუბრება : 15 სექტემბერი

სწავლა დაიწყება: 26 სექტემბერს 


მაგისტრანტობის იმ კანდიდატებმა, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე და წარმატებით გაივლიან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდას/გამოცდებსა და გასაუბრებას, არაუგვიანეს 2021 წლის 20 სექტემბრისა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის წლიური სწავლის საფასურის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შემდგომში გამოაკლდება სწავლის ღირებულებას.

სწავლის ღირებულება

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3950 ლარს. თანხის გადახდა ერთი წლის განმავლობაში ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით. პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ მაგისტრის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში.

დაფინანსება

საჯარო პოლიტიკის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის ჯამური ღირებულება 7900 ლარს შეადგენს. სწავლის დაფინანსებისათვის, გარდა სახელმწიფო გრანტისა (2250 ლარი), აღნიშნული პროგრამა, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს   GIPA-ს  თანადაფინასება (სასწავლო წლის განმავლობაში სემესტრულად- 500ლარის ფასდაკლება საუკეთესო სტუდენტს).

 

სწავლის დაფინანსების  ვარიანტები:

 

საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის მოპოვების გარეშე

7900 ლარი

ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად

987,5 ლარი

 

საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების
შემთხვევაში

7900-4500=3400, გადასახდელი
თანხა - 3400 ლარი

ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად

425 ლარი

 

საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

GIPA-ს სემესტრული სტიპენდიის (500 ლარი) მოპოვების შემთხვევაში

სასწავლო სემესტრის საფასურს აკლდება 500 ლარი

 

საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების და ასევე GIPA-ს სემესტრული სტიპენდიის (500 ლარი) მოპოვების შემთხვევაში

7900-4500=3400,

ერთი სემეტსრის საფასური 3400:4= 850 ლარი

 

850-500= 350 ლარი

 

 

მიმიდნარე სემესტრის საფასური იქნება 350 ლარი

 

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სტუდენტის სურვილის შემთხვევაში, სტაჟრებასა და კვლევით საქმიანობაში ჩართულობას ახორციელებს შემდეგ ორგანზიაციებში:

  1. საქართველოს პარლამენტი
  2. ქალაქ თბილისის საკრებულო
  3. ქალაქ ქუთაისი მერია

პარტნიორი უნივერსიტეტები/გაცვლითი პროგრამები

აქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა დასავლურ და ევროპულ უნივერსიტეტებთან. აღნიშნული პარტნიორობების ფარგლებში საჯარო პოლიტიკის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ სწავლის გაგრძელების მათთვის სასურველი ვარიანტი:

 

  • University of Hamburg 

    ჰამბურგის უნივერსიტეტი დაარსდა 1919 წელს და იგი ჩრდილოეთ გერმანიის უმსხვილესი უნივერსიტეტია.

    სხვადასხვა დროს ჰამბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა და მოღვაწეობდა ნობელის პრემიის 6 ლაურეატი. 

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის დეკემბერში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;

    გარდა ამისა, 2020 წლიდან GIPA-სა და ჰამბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

    თანამშრომლობის მიმართულებები: საჯარო მმართველობა, ჟურნალისტიკა;

  • მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლა
  • პრაღის უნივერსიტეტი

ცირა ელისაშვილი

საჯარო პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი

ელ-ფოსტა: ts.elisashvili@gipa.ge

მობ: +995 599 706 377

ლექტორები