სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის სამოქალაქო მონიტორინგი

"სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის სამოქალაქო
მონიტორინგი"  ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის
განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა
და გაეროს განვითარების პროგრამის “გლობალური შეფასების ინიციატივასთან"; და
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) პარტნიორობით.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების
საკითხებზე მომუშავე პროფესიულ ასოციაციების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და
ორგანიზაციათა გაერთიანებების წარმომადგენლებს.
ტრენინგს გაუძღვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

კურსი მონაწილეებს სთავაზობს საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი
სპეციფიკის გათვალისწინებით, ცოდნის გაღრმავებას შემდეგი მიმართულებებით:

სამოქალაქო მონაწილეობის შესაძლებლობები საჯარო პოლიტიკის მართვაში,
ევროკავშირში აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით.

მრავალსექტორული თანამშრომლობის ქმედითი მექანიზმები სოფლის მეურნეობისა
და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის პროცესში.

მხარეთა უფლება-მოვალეობები სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
პოლიტიკის წარმოებისა და სამოქალაქო მონიტორინგის პროცესში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე

ტრენინგის ჩატარების თარიღი: 28, 29 ოქტომბერი.

სწავლების ენა: ქართული/ინგლისური

პროგრამის ღირებულება: უფასო

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 25 ოქტომბერი.

ტრენინგით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

ტრენინგის დაიწყების თარიღი: 2022 წლის 28 ოქტომბერი.

ჟანა ანთია

ხელმძღვანელი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი, 0160

ელ-ფოსტა: zh.antia@gipa.ge

მობ: +995 595 592 301

დაგვიკავშირდით