მონდრაგონის უნივერსიტეტი

მონდრაგონის უნივერსიტეტი


მონდრაგონის უნივერსიტეტი არის არაკომერციული კოოპერატიული კერძო
უნივერსიტეტი ბასკების ქვეყანაში, რომელიც ოფიციალურად დაარსდა და აღიარებულია
1997 წელს. ის არის მონდრაგონის კორპორაციის ნაწილი. მისი მთავარი კამპუსი
მდებარეობს ქ. მონპრაგონში, (გიპუსკოას პროვინცია). 2019 წლის თებერვლის
მონაცემებით, მას ჰყავდა დაახლოებით 5000 სტუდენტი, რომლებიც სწავლობდნენ 22
საბაკალავრო და 13 სამაგისტრო პროგრამაზე.


ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ
შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე,
ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის
ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ
უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება