Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
Tallinn University
ტალინის უნივერსიტეტი (TU) არის ტალინის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა უმსხვილესი უნივერსიტეტი და ესტონეთის სიდიდით მესამე სახელმწიფო უნივერსიტეტი. როგორც QS World University-ს ასევე Times Higher Education- ის რეიტინგში იგი მსოფლიოს 1000 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.
GIPA-სა და ტალინის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2019 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: პოლიტიკური მეცნიერებები;