2018 წლის 17 ნოემბერს სასტუმრო ’’Hotel Museum’’-ში ჩატარდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მიერ ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ’’ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები’’.
კონფერენციის ოფიციალური პარტნიორი გახლდათ ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში
კონფერენციის ძირითად მიზანს სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა აქტიური ჩართვის სტიმულირება, ევროინტეგრაციის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობა და კვალიფიკაციური სპეციალისტების მომზადება წარმოადგენდა.
კონფერენციას მოდერატორობა გაუწიეს: ბერნდ თომას ჰაინრიხმა, ებერჰარდ-კარლს ტუბინგენის უნივერსიტეტის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) სისხლის სამართლის დოქტორი და ნანა მაჭარაშვილმა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) მმართველობის სკოლის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი.
კონფერენციას ესწრებოდნენ წარმომადგენლები აკადემიური წრეებიდან, დონორი ორგანიზაციიდან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან:
- ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა;
- გერმანიის ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 80 დოქტორანტმა და პოსტ დოქტორანტმა, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან, საიდანაც სარედაქციო კოლეგიისა და სექციების შესაბამისი მოდერატორების მიერ წინასწარ გამოგზავნილი ანოტაციებისა და სამეცნიერო ნაშრომების შეფასების საფუძველზე შეირჩა 20-მდე მონაწილე შემდეგი უნივერსიტეტებიდან:
- ებერჰარდ-კარლს ტუბინგენის უნივერსიტეტი (გერმანია);
- სოდერტორნის უნივერსიტეტი (შვედეთი);
- ესტონეთის ბიზნესის სკოლა (ტალინი)
- რუსულ-სომხური უნივერსიტეტი (ერევანი);
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო);
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (საქართველო);
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
- კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო);
კონფერენციის ბოლოს მოდერატორების მიერ გამოვლინდნენ საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების ავტორები:
- ლევან გორელაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
- თამარ აბზიანიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კონფერენციის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები.
გამოიცა მონაწილეთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულს.