• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი GIPA-ში

    20 ნოემბერი, 2018

    2-18 წლის 6-10 ნოემბერს, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და საჯარო სექტორში ინოვაციების გაზიარების მიზნით, GIPA-ს მმართველობის სკოლას ეწვია უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს დელეგაცია. დელეგაციის შემადგნელობაში შედიოდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი - ანდრეი ჰალუშჩაკი, საჯარო მმართველობის რეფორმების სამმართველოს უფროსი - ირინა კოშელი და პროექტის უფროსი მენეჯერი - ოკსანა ლესიკი.  

    GIPA-ში გამართული შეხვედრის ფარგლებში გაზიარებული იქნა საქართველოში ჩატარებული რეფორმების გამოცდილება და საჯარო სექტორში ამჟამად მიმდინარე ინოვაციები; საჯარო პოლიტიკის და რეფორმების განხორციელების თანამედროვე მიდგომები და რეფორმირების პროცესში წარმოქნილ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდები.

    შეხვედრის ფარგლებში, სტუმრები ასევე გაეცნენ იუსტიციის სახლის მუშაობის პრინციპებს და შეხვედრები გამართეს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან; ეწვივნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაერთიანებული ოპერაციების ცენტრს და 112-ს. გამოცდილების გაზიარების მიზნით შედგა შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან.

    სამუშაო შეხვედრები განხორციელდა უკრაინის რეფორმების მხადამჭერი ფონდის ფინანსური დახმარებით.

    #GIPA #GEO #UA