2018 წლის 13 ოქტომბერს GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები, საგნის “დაცული ტერიტორიების მართვა“ ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრს ეწვივნენ. მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაგან მოისმინეს ეროვნული პარკის მართვის თავისებურებები და გაეცნენ ზონირებისა და დაცვის მექანიზმებს, შეხვედრის ბოლოს კი მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.