• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • გაცვლითი პროგრამა ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტში

    28 სექტემბერი, 2018

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტთან (https://euba.sk/en/ ) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2 სტუდენტის შესარჩევად.

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გაცვლაში მონაწილეობის მიღების მსურველ ბაკალავრიატის სტუდენტს დასრულებეული უნდა ჰქონდეს სწავლის ერთი წელი, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტს ერთი სემესტრი;

    კრედიტების აღიარება: ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

    სლოვაკეთში სწავლის ხანგრძლივობა
    ერთი სემესტრი (2019 წლის გაზაფხულის სემესტრი: 11 თებერვალი - 10 მაისი, 2019); გამოცდების პერიოდი: - 13. 5. – 4. 7. 2019;

    სასწავლო განრიგის, ბრატისლავაში ცხოვრების და ბინის დაქირავების საფასურთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მიმაგრებულ PDF ფაილებში:

    სწავლის საფასური:

    ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ ბრატისლავაში სწავლის საფასურის გადახდა. თუმცაღა, შერჩეულმა სტუდენტებმა უნდა დაფარონ GIPA-ში  მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური.

    შენიშვნა: შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო მგზავრობის, ბინის, სავიზო მოსაკრებლისა, დღიური  და დაზღვევის ხარჯები!

    საკონკურსო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
    • ერთი სარეკომენდაციო წერილი გაცემული Gipa-ს აკადემიური პერსონალის/ კოორდინატორის მიერ (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერით დამოწმებული);
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);

    დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 8 ოქტომბრის 14:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი  შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

    სტუდენტთა შესარჩევი პროცესი:

    • დოკუმენტაციის შემოწმება;
    • გასაუბრება აპლიკანტთან ინგლისურ ენაზე

    შერჩევის კრიტერიუმები:

    2 საუკეთესო აპლიკანტი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

    • GPA;
    • ინგლისურ ენის ცოდნის მაღალი დონე;
    • დახასიათება/რეკომენდაცია;
    • აპლიკანტის მოტივაცია;

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება.