• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • საზღვრისპირა პროექტის პრეზენტაცია სტამბულში

    18 სექტემბერი, 2018

    სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ვიზიტი სტამბულში, თურქეთი

    2018 წლის 13-14 სექტემბერს, ქალაქ სტამბულში, თურქეთი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის თანამშრომლები - ნანა ქაშაკაშვილი და სერგო თურმანიძე, პროგრამა ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში დაესწრენ შავი ზღვის აუზის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის 2014-2020-ის გახსნის ცერემონიას.

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი, როგორც წამყვანი ორგანიზაცია, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ELVA საზოგადოებრივი ჩრთულობა (საქართველო), VEDA (ბულგარეთი) და SMART (რუმინეთი) ერთად ახორციელებს  საზღვრისპირა თანამშრომლობის პროექტს: სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით - AgroNet-ს.