2018 წლის 15 მარტს "შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების" სტუდენტები მოდულის "გაცნობითი პრაქტიკის" ფარგლებში ეწვივნენ CMG და RMG-ის საწარმოებს.
აღნიშნული საწარმოს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერებმა გამართეს გაცნობითი ტრენინგი. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ საწარმოო პროცესებს, გასაუბრებოდნენ საწარმოს თანამშრომლებს და შრომის უსაფრთხოების მენეჯერისგან მიეღოთ სრული ინფორმაცია CMG და RMG-ში შრომის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
გარემოს დაცვის მენეჯერმა კი სტუდენტებს ადგილზე გააცნო, თუ როგორ ხდება წყლის სინჯების აღება მობილური ლაბორატორიის საშუალებით.