2014 წლის 1 დეკემბერს „ჩვენი ინიციატივის“ მიერ დაიწყო პროექტი „შესაძლებლობები შეუზღუდავიას” განხორციელება. პროექტი გულისხმობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსების შექმნას.
პროექტი ხორციელდება “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” (GIPA) სოციალური მეცნიერებების სკოლის ბაზაზე, ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების მონაწილეობით. პროექტის მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საგნებს: პოლიგრაფია და ვიდეო ხელოვნება.
პროექტის მიზანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა. პროგრამა გრძელდება 2015 წლის მარტამდე. კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებული სტუდენტები სამუშაო პროცესებში ჩაერთვებიან.