ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიაში სერტიფიცირებული კურსი “რისკების შეფასება” გაიმართა
2018 წლის 20 ივლისს ქ. რუსთავში, ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიაში გაიმართა სერტიფიცირებული კურსი “რისკების შეფასება”. კურსს უძღვებოდა RRC საქართველოს შრომის უსაფრთხოების ექსპერტი გიორგი მარიამიძე.
ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიას თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ რისკის სხვადასხვა ტიპებს და მათი პრევენციისა და აღმოფხვრის საშუალებებს. ასევე, კურსის მონაწილეები გაეცნენ იმ აღჭურვილობას და პირად დამცავ საშუალებებს, რაც აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის.